Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ამას ჰქვია მასტერკლასი საერთაშორისო ენაზე – ზურაბ ქადაგიძე პრემიერის განცხადებაზე

მარშალ პრესი 15/04/2024
zurab kadagidze

„ირაკლი კობახიძე აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს გამჭვირვალობის კანონპროექტის შესახებ საჯარო დისკუსიას სთავაზობს. ამას ჰქვია მასტერკლასი საერთაშორისო ენაზე და ქართულად – „საბავშვო მატი“, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე.

ქადაგიძე სვამს კითხვას – რა პასუხი უნდა დააბრუნონ დიპლომატებმა, ვენის კონვენციის თანახმად – შიდა პოლიტიკურ საკითხებში, ჩარევის უფლება არ გვაქვსო?!

„ირაკლი კობახიძე აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს გამჭვირვალობის კანონპროექტის შესახებ საჯარო დისკუსიას სთავაზობს. ამას ჰქვია მასტერკლასი საერთაშორისო ენაზე და ქართულად – „საბავშვო მატი“… რა პასუხი უნდა დააბრუნონ დიპლომატებმა – ვენის კონვენციის თანახმად, შიდა პოლიტიკურ საკითხებში ჩარევის უფლება არ გვაქვსო?! და იმავე ვენის კონვენციის თანახმად, რომ ზოგიერთ შიდა პოლიტიკურ საკითხზე მათი განცხადებებით ინსინუაციას იწვევენ?! და კიდევ, თუ ვენის კონვენციას გვერდით გადადებენ და დისკუსიაში შემოვლენ, რა უხერხულობაში აღმოჩნდებიან, ხომ წარმოგიდგენიათ, „ალა ლუსული კანონის“ მაგიერ, მხოლოდ გამჭვირვალობის კანონპროექტი რომ შერჩებათ ხელში, საჯაროდ?! მოკლედ, დათანხმდებიან და ვაია, არ დათანხმდებიან და უია. ბრავო, პრემიერ-მინისტრს!“ – წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

Continue Reading

Previous: უბრალოდ წარმოიდგინეთ რა დღეში უნდა ჩავარდეს ნაცსექტა ხელისუფლების მხრიდან ამ ფართო სერვისის შემოთავაზებისას, რასაც ქვეყნის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და ღირსება ჰქვია
Next: ზაზა შათირიშვილი მორიგ მიმართვას ავრცელებს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025