Skip to content
09/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგეებს ხალხის მოგროვებას უჯობთ კითხვები და პასუხები მოაგროვონ

მარშალ პრესი 14/04/2024
dimitri xundadze

„მცდარი პოზიცია აქვთ შერჩეული, მაგრამ მათი მესმის – რადგან არ აქვთ პასუხები, ამიტომ ხალხის ქუჩაში მოგროვება უნდათ, მაგრამ ამას ვერ შეძლებენ“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა გამჭვირვალობის კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა შესახებ, რომელთა ნაწილი „დედაენის ბაღში“ შეიკრიბა და კანონპროექტი კიდევ ერთხელ გააპროტესტა.

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ოპონენტებმა ჯობს კითხვები და პასუხები მოაგროვონ კანონპროექტთან დაკავშირებით.

„ხალხის მოგროვებას, უჯობთ, პასუხები მოაგროვონ. შეუძლიათ – ლეგიტიმური კითხვებიც. მზად ვართ, რომ ყველა კითხვას გავცეთ პასუხი. ასევე, მათგან მოვითხოვთ პასუხს იმ კითხვაზე, რაც დავსვით და რაც საზოგადოებას აინტერესებს – თუ რა არის ასეთი დასამალი. რეალურად, მათ დასამალი აქვთ შავი ფული, რითაც საზოგადოების აზრის თავად საზოგადოების საწინააღმდეგოდ ფორმირება სურთ.“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

Post navigation

Previous: ელჩებს, რომლებიც პერიოდულად სახელისუფლებო გუნდთან ითხოვენ შეხვედრებს, შეთავაზება აქვთ, რომ დისკუსია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის გარშემო იყოს გამჭვირვალე
Next: ბომბეიდან არა, მაგრამ მოსკოვიდან ლონდონამდე კი გაუთხრიათ შავი ხვრელი, მამა-შვილ ხოშტარიებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.