Skip to content
02/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რაც უფრო მეტად დაძაბავენ სიტუაციას შავი ფულის დონორებიც და მომხმარებლებიც, მით უფრო მეტად მიიღებენ ქართველი ხალხის შეუპოვარ ბრძოლას რეალური სუვერენიტეტისათვის

მარშალ პრესი 14/04/2024
tamar chiburdanidze

„რა არის იმაზე უარესი, რაც დაახლოებით ვიცით? სრულიად დემოკრატიული გამჭვირვალობის შესახებ კანონი ხომ არ გაგვიყვანს კიდევ სხვა კვალზე, რომელიც შეიძლება ბევრად უფრო მძიმე აღმოჩნდეს, ვიდრე უბრალოდ ფინანსების გამჭვირვალობაა?“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე წერს.

მისი თქმით, მათი ქმედება სულაც არ ჰგავს საქართველოს დემოკრატიაზე ზრუნვას, პირიქით, ეს უფრო საკუთარ თავზე ზრუნვას ჰგავს.

„მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ინფორმაცია გვქონდა საქართველოში ენჯეოების გავლით შავი ფულის პოლიტიკაში აკუმულირებაზე, მაინც ვერ წარმოვიდგენდით იმას, რაც დღეს ხდება. დასავლეთის შოკისმომგვრელი რეაქცია გვაფიქრებინებს იმას, რომ შავი ფულით გამოწვეული მდგომარეობა ბევრად უფრო საგანგაშოა, ვიდრე გვეგონა.

რა ხდება? რა არის იმაზე უარესი, რაც დაახლოებით ვიცით? სრულიად დემოკრატიული გამჭვირვალობის შესახებ კანონი ხომ არ გაგვიყვანს კიდევ სხვა კვალზე, რომელიც შეიძლება ბევრად უფრო მძიმე აღმოჩნდეს, ვიდრე უბრალოდ ფინანსების გამჭვირვალობაა? რატომ დაირაზმა ასე უცხოეთი? მათი ქმედება სულაც არ ჰგავს ჩვენს დემოკრატიაზე ზრუნვას. ეს უფრო საკუთარ თავზე ზრუნვას ჰგავს.

აღარ ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა დონის შეურაცხყოფაა მათი მხრიდან, ქართველ ხალხს აკადრო, რომ თურმე ჩვენ არ გვაქვს იმის ცოდნის უფლება, რისი უფლებაც აქვთ ამერიკელებსა და ევროპელებს. რატომ? გამოდის, რომ ჩვენი თავისუფლება ტრაფარეტული ყოფილა და სულაც არ გვაქვს საკუთარი ქვეყნის მართვის უფლება.

ცუდად ვითარდება მოვლენები. ყოველდღე ახალ რეალობას ეხდება ფარდა. თურმე რამდენ ხანს გვძინებია საღათას ძილით და რა მტკივნეულია ამ სიზმრიდან გამოსვლა, როცა რეალობას ხედავ. ეს არ არის ერთი კანონის ირგვლივ ატეხილი ბრძოლა, ეს არის ბრძოლა ჩვენი ქვეყნის თავის უფლებისთვის. რაც უფრო მეტად დაძაბავენ სიტუაციას შავი ფულის დონორებიც და მომხმარებლებიც, მით უფრო მეტად მიიღებენ ქართველი ხალხის შეუპოვარ ბრძოლას რეალური სუვერენიტეტისათვის“, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

Post navigation

Previous: ბაღდათიდან თბილისისკენ მომავალი მინივენი ავარიაში მოყვა, დაღუპულია 3 ადამიანი
Next: პრემიერი განასახიერებდა პატარა, თუმცა სუვერენული, საკუთარ ღირსებასა და სიმართლეში დარწმუნებულ ქვეყანას, ხოლო გერმანიის კანცლერი – გარე გავლენების ტყვეობაში მყოფ ვასალს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.