Skip to content
13/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გერმანია ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას – ირაკლი ჩიქოვანი

მარშალ პრესი 12/04/2024
irakli chiqovani

დასრულდა საქართველოს დელეგაციის ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, სადაც ჩვენ გვქონდა უმაღლესი დონის შეხვედრები, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, გერმანია ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ასეც გაგრძელდება და ამის დასტური იყო განცხადებები, რომლებიც გაკეთდა უმაღლეს დონეზე.

„აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ გერმანიას და საქართველოს აქვს ძალიან მაღალი დონის თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. ჩვენ ვისაუბრეთ ამ საკითხთან დაკავშირებითაც. ბოლო წლების განმავლობაში გვაქვს განსაკუთრებით მზარდი დინამიკა და რა თქმა უნდა, იყო მზაობა იმისა, რომ ეს დინამიკა იყოს შენარჩუნებული და ჩვენ შემდგომში კვლავაც გავაგრძელოთ თანამშრომლობა, რომელი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ძალების გაძლიერებას“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

Post navigation

Previous: დოი ყოჩაააააააააააააააააააააააღ – ნინო ლომჯარია დათო დოიაშვილს
Next: თუკი ოპოზიცია ოქტომბრის არჩევნებს იგებს, მაშინ რაღა ანერვიულებთ? გააუქმონ არჩევნების შემდეგ ეს კანონი. ესეიგი, აღიარებენ რომ მოგების იმედი არა აქვთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.