IMG.GE IMG.GE

მე და ჩვენი გუნდი გერმანიის ელჩის ქვეყნიდან გაწვევას არ ვითხოვთ, უბრალოდ წუხილი გამოვთქვით და შევედით მის მდგომარეობაში, რომ თარგმანში დაკარგული იყო და უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

“კარგია, როდესაც დიპლომატებს მეტი გამოცდილება აქვთ ხოლმე და მას ეს არ ეყო. არაუშავს, ყველას მოსდის. სასურველია, რომ ისეთი მოთამაშესა და მეგობარს, როგორიც გერმანიაა, საქართველოში უფრო გამოცდილი ელჩი ჰყავდეს. სამოქალაქო საზოგადოებასთან კონფრონტაცია, პოლიტიკური დებატების ცენტრში აღმოჩენა, არ არის ელჩების როლი. უმჯობესია ყველასთვის და ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებისთვის, მეტი გამოცდილება. ამას ვგრძნობ მის მიმართ თანაგრძნობით და სიმპათიით“, – აღნიშნა ბოკერიამ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება