Skip to content
02/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გიორგი მარგველაშვილის ეს წამოცდენა არის საელჩოებისა და ოპოზიციის ლიდერების შეთანხმებული მოქმედების გეგმის ღია მხილება

მარშალ პრესი 13/04/2024
tamta megrelishvili

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის ლიდერები ერთ-ერთ საელჩოში დაიბარეს და უთხრეს, რომ უნდა მოეხდინათ პროცესის რადიკალიზაცია.

თამთა მეგრელიშვილი წერს, რომ ექს-პრეზიდენტის ეს განცხადება არის საელჩოებისა და ოპოზიციის ლიდერების შეთანხმებული მოქმედების გეგმის მხილება. მისივე შეფასებით, ეს დასტურია, რომ ოპოზიციის ლიდერები სხვადასხვა ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლების დავალებით მოქმედებენ.

„ფსიქიკური დეტერმინიზმი არის დაშვება იმის თაობაზე, რომ ფსიქიკური და ქცევითი რეაქციები ადრინდელი გამოცდილებით არის ნაკარნახევი. დამტკიცებულია, რომ ისეთი ყოველდღიური მოვლენები, როგორებიცაა, მაგალითად, წამოცდენა ან ხუმრობა, ჭეშმარიტად ფსიქიკური დეტერმინიზმის გამოვლინებაა. ასეთი დეტერმინირებული ქცევა გამოავლინა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, როდესაც საჯარო გამოსვლისას, თავისდა უნებურად, წამოცდენით განაცხადა: “ერთ-ერთ საელჩოში დაიბარეს ოპოზიციის ლიდერები და ჩემს განცხადებებზე, რომ უნდა მოვახდინოთ პროცესის რადიკალიზაცია მკვეთრად უთხრეს “… გიორგი მარგველაშვილის ეს წამოცდენა არის საელჩოებისა და ოპოზიციის ლიდერების შეთანხმებული მოქმედების გეგმის ღია მხილება.

ეს არის დადასტურება იმისა, რომ ოპოზიციის ლიდერები სხვადასხვა ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლების დავალებით მოქმედებენ და მათ პოლიტიკურ დღის წესრიგს ბრმად მიჰყვებიან. მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ის ცალ ფეხზე დგომაც წამოცდენა იყო, რომელიც საელჩოს წარმომადგენლებმა ქართველ ხალხს მაშინ კონკრეტულ ძალების პირით შემოუთვალეს და ასე მოქმედება დაავალეს. ბატონო გიორგი, თქვენი პრეზიდენტობისას ქართულ სახელმწიფოს ბევრი ვერაფერი არგეთ და იქნებ ახლა ეს შესაძლებლობა მაინც გამოიყენოთ და თქვენი ეს წამოცდენა სრულყოთ. ყურადღებით მოვისმენთ თქვენს აღიარებით “ჩვენებას” კონკრეტული გვარ-სახელების დასახელებით, თქვენი პრეზიდენტობისას მათგან მიღებულ კონკრეტულ დავალებებზეც და თავად გავაკეთებთ დასკვნას ქართველ ხალხს, რა შეგვასრულებინეს და რა დაგვრჩა შესასრულებელი, რა ფასი გვაქვს მათი ვალის”, – წერს თამთა მეგრელიშვილი.

Continue Reading

Previous: მათ სურთ იმოქმედონ ჩვენს საამაყო ახალგაზრდებზე, სურთ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, გამოვიდნენ ქუჩაში და დაიწყოს არეულობა
Next: ირანმა ისრაელის მიმართულებით ათობით უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა – ამერიკის პრეზიდენტი უსაფრთხოების გუნდთან იწყებს შეხვედრას

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025