Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრეზიდენტმა კრიმინალის შეწყალებით ცეცხლი წაუკიდა ყველა პოლიციელს, ვინც ჩვენს და მათ შორის, მის უსაფრთხოებასაც იცავს

მარშალ პრესი 13/04/2024
tamar chiburdanidze

“დარჩა კიდევ რაიმე უსინდისობა, რაც არ გაუკეთებია ზურაბიშვილს?” – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში “ხალხის ძალის” წევრი თამარ ჩიბურდანიძე სალომე ზურაბიშვილის მიერ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებას. ჩიბურდანიძის თქმით, ამ საქციელით საქართველოს პრეზიდენტმა ცეცხლი წაუკიდა ყველა იმ პოლიციელს, ვინც საქართველოს მოქალაქეების და მათ შორის, პრეზიდენტის უსაფრთხოებას იცავს.

“სალომე ზურაბიშვილმა ქართულ პოლიციას აკადრა ის, რაც სააკაშვილსაც კი არ უკადრებია. მან კრიმინალის შეწყალებით ცეცხლი წაუკიდა ყველა პოლიციელს, ვინც ჩვენს და მათ შორის მის უსაფრთხოებასაც იცავს. რომ არა კანონის ვალდებულება, პრეზიდენტი ღირსია ყოველგვარი დაცვის გარეშე დარჩეს. ეს შეურაცხყოფილი პოლიციელები აუცილებლად გასცემენ პასუხს არჩევნებზე უთავმოყვარეო პრეზიდენტს და კოლექტიურ ნაცმოძრაობას. დარჩა კიდევ რაიმე უსინდისობა, რაც არ გაუკეთებია ზურაბიშვილს? პოლიციელის ღირსება ფეხქვეშ გათელა და ამის შემდეგ როგორ გინდა ახალგაზრდას მოსთხოვო მათდამი პატივისცემა? ზურაბიშვილმა ამით წაახალისა სხვა ახალგაზრდებიც დაუმორჩილებლობისკენ და სისხლისღვრისკენ. იქამდე მიიყვანს საქმეს, რომ ქართველი ხალხი გააგდებს საქართველოდან და აღარასდროს აქ არ ჩამოუშვებენ” – წერს ჩიბურდანიძე.

Continue Reading

Previous: პრეზიდენტს დარჩა ერთადერთი კრიმინალი შესაწყალებლად – მიხეილ სააკაშვილი, ოღონდ ჯერ უნდა გადაწყვიტონ მისმა მბრძანებლებმა უცხოეთში, როდის აწყობთ ეს
Next: მმართველი გუნდი საქართველოს ინტერესების სადარაჯოზეა, ხოლო ნაცსექტა ვასალი და ანტისახელმწიფოებრივია – დასავლეთს პროცესების სამართავად მარიონეტები ურჩევნია

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025