Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ზურაბიშვილი თავად გახდა ნაცმოძრაობის აქტივისტი, რომელიც ყველაფერს კადრულობს

მარშალ პრესი 13/04/2024
mamuka mdinaradze

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების შესარჩევ კომისიასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრობს. მდინარაძე აღნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილმა კომისია, მათ შორის, იმ ადამიანით დააკომპლექტა, რომელმაც საბოტაჟში მიიღო მონაწილეობა.

მისივე განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი თავად გახდა ნაცმოძრაობის ერთი რიგითი აქტივისტი, რომელიც იმ დონის ცუდ რაღაცებს კადრულობს, რომელსაც ყველაზე რადიკალი ნაცები კადრულობენ.

„სალომე ზურაბიშვილმა [სებ-ის საბჭოს წევრების შესარჩევი კომისია] დააკომპლექტა იმ ადამიანებით, ყოველ შემთხვევაში ერთი ვიცი და ასეთი შეიძლება სხვაც იყოს, ერთ-ერთი, რომელმაც საბოტაჟში მიიღო მონაწილეობა სამწუხაროდ.

როდესაც ეგონათ, რომ საბანკო სისტემა ჩამოიშლებოდა, მათ ეს ქნეს, გააკეთეს და გადადგნენ. საბანკო სისტემა არ ჩამოიშალა და ადამიანი, რომელიც კომისიაში შეიყვანა, მან სალომე ზურაბიშვილის საბოტაჟის გეგმაში მიიღო უკვე მონაწილეობა და ამით ის მხილებულია. ეს სქემა მთლიანად მხილებულია და სალომე ზურაბიშვილი თავად გახდა ნაცმოძრაობის ერთი რიგითი აქტივისტი, რომელიც ყველაფერს კადრულობს. იმ დონის ცუდ რაღაცებს კადრულობს, რომელსაც ყველაზე რადიკალი ნაცები კადრულობენ“-აცხადებს მამუკა მდინარაძე.

Continue Reading

Previous: სალომე ზურაბიშვილმა მოლოტოვის კოქტეილი ესროლა პოლიციელს ამ შეწყალებით
Next: პრეზიდენტს დარჩა ერთადერთი კრიმინალი შესაწყალებლად – მიხეილ სააკაშვილი, ოღონდ ჯერ უნდა გადაწყვიტონ მისმა მბრძანებლებმა უცხოეთში, როდის აწყობთ ეს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025