IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

“ნაციონალური მოძრაობის” განცხადებით, ვინც შაბათს არჩევნებზე მივა და ხმას მისცემს “ქართული ოცნების” კანდიდატს, ის აიღებს პასუხისმგებლობას საქართველოში დამყარებული დიქტატურის გამყარებაზე.

დიახ, მე მივდივარ, ხმას ვაძლევ “ქართული ოცნების” კანდიდატს, ვიღებ პასუხისმგებლობას და ვამყარებ საქართველოში უკვე დამყარებულ დიქტატურას. ამის შემდეგ ვიწყებ ქვეყნის გასაბჭოებას და სრულ კოლექტივიზაციას. მეტიც, ამას რომ მოვრჩები, ვამყარებ პროლეტარიატის დიქტატურას და გამოვცემ გაზეთ “პრავდას”.

“ნაცმოძრაობის” განცხადებამდე თავისი აზრი გამოთქვა დიდმა ქართველმა შალიკო ნათელაშვილმა. მისი თქმით, ვინც არჩევნებზე მივა, ის ტყვიას ესვრის ილია ჭავჭავაძეს!

დიახ, მე მზად ვარ, მივიდე და საარჩევნო უბანზევე ვესროლო ილია ჭავჭავაძეს!
რა თქმა უნდა, ამას არ დავჯერდები და იქიდან რომ გამოვალ, ვესვრი ვაჟა-ფშაველას, იაკობ გოგებაშვილს, აკაკი წერეთელს, ნიკო ნიკოლაძეს… თუ სადმე გადამეყარა, დავბეგვავ მთვრალ გალაკტიონს და საერთოდ, ვერავინ გადამირჩება!

გაუმარჯოს დიქტატურას, ძირს დემოკრატია!
ტაში, კუკური!
ვაი, თქვენს პატრონს!” – წერს ზედელაშვილი.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება