IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს :

 

“ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის კონფლიქტი, დიახ სწორედაც რომ კონფლიქტი თავის ყველა მდგენელით, არის სახეზე. კონფლიქტის პოლიტიკური კონტექსტი ცნობილია, ცნობილია სამართლებრივი კონტექსტიც, ასევე სოციალურიც, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგანაც ის განაპირობებს პოლიტიკურს მდგენელს და კონფლიქტის მასშტაბსაც
ვის აქვს ინტერესი რომ კონფლიქტი შენარჩუნდეს და ვინ არის დაინტერესებული კონფლიქტის განმუხტვით? ესეც პრაქტიკულად უკვე ვიცით, განსაკუთრებით მაიკ პომპეოს ვიზიტის და მასზე აქაური რეაქციების ფონზე
რატომ მოქმედებენ კონფლიქტის გაღვივებით და განმუხტვით დაინტერესებული მხარეები ისე როგორც მოქმედებენ? ესეც მეტნაკლებად ვიცით. აქვთ საჭიროება – მოხვდნენ პარლამენტში; აქვთ ინტერესი – ჰქონდეთ რაც შეიძლება მეტი მანდატი; აქვთ პოზიცია, გამოხატული იმაში, რომ მათი საჭიროება და ინტერესი ვერ დაკმაყოფილდა რადგანაც მიაჩნიათ რომ არჩევნები გაყალბდა, თუმცა არ თანხმდებიან ამის ობიექტურად დადგენის მექანიზმზე.
რა და ვინ ასაზრდოებს კონფლიქტს და რას და ვის შეუძლია მას მკვებავი წყარო გადაუკეტოს და სად და ვინ არიან მკვებავი წყაროები? ამასაც ვხვდებით, თუმცა გვჭირდება ზუსტი იდენტიფიკაცია. აშკარაა, რომ კონფლიქტს ასაზრდოებენ არა მხოლოდ ისინი ვინც ზედაპირზე ჩანან.
ცნობილია თუ არა ამ კონკრეტული კონფლიქტის წყაროები და ციკლები? რა თქმა უნდა ცნობილია, ეს არის არჩევნები რომლებიც გარკვეული ციკლურობით ტარდება და ყოველთვის ხდება კონფლიქტის წყარო, რატომ? იმიტომ რომ არჩევნებს გარკვეული ინტერესთა ჯგუფების მხრიდან არ აქვს ნდობა იმის გამო რომ სასურველ შედეგს ვერ იღებენ.
ეხლა კი კითხვა? ზემოთქმულიდან გამომდინარე, შესაძლებელია ხელისუფლებასა და ოპოზიციის ამჟამინდელი კონფლიქტის გადაწყვეტა, ისე რომ არცერთმა მხარემ თავი დამარცხებულად არ იგრძნოს და ორივემ სახე შეინარჩუნოს ?
” – წერს ანჯაფარიძე.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება