Skip to content
06/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გამჭვირვალობის შესახებ კანონზე დისკუსიებში მზად ვარ პირადად ჩავერთო, იქნებიან ეს დიპლომატები, პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თუ ამ კანონის რიგითი ოპონენტები

მარშალ პრესი 12/04/2024
irakli kobakhidze

ვისაც ექნება სურვილი, მიიღოს მონაწილეობა გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებულ დისკუსიებში, პირადად ვარ მზად, ამაში ჩავერთო, იქნებიან ეს დიპლომატები, პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თუ ამ კანონის რიგითი ოპონენტები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ის მზად არის, პირადად დაარწმუნოს ოპონენტები, რადგან აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიციები მყარია.

„ვისაც ექნება სურვილი, მიიღოს მონაწილეობა დისკუსიებში, პირადად ვარ მზად, ამაში ჩავერთო, იქნებიან ეს დიპლომატები, პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თუ ამ კანონის რიგითი ოპონენტები. პირადად ვარ მზად, ნებისმიერს დავუჯდე, რატომ, იმიტომ, რომ ძალიან მყარია ჩვენი პოზიციები. ძალიან მარტივია ნებისმიერი ადამიანის დარწმუნება იმაში, რომ კანონი მხოლოდდამხოლოდ წაადგება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და თავიდან აგვარიდებს რისკებს სამომავლოდ.

აქ საუბარია საზოგადოების წინაშე არსებულ რისკებზე. თქვენ გახსოვთ, რა მოხდა 2020 წლის ბოლოს, როდესაც გვქონდა რევოლუციის კიდევ ერთი მცდელობა და ამ მცდელობაში პირდაპირ იყვნენ გარეულნი დამიანები, რომლებმაც გააყალბეს პარალელური დათვლის შედეგები, ბევრი სხვა რამ გააყალბეს.

ჩვენ თავიდან უნდა ავირიდოთ საზოგადოებისთვის ასეთი ნეგატიური სცენარები, ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და სწორედ ამისთვისაც არის მნიშვნელოვანი გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება, იმისათვის, რომ ყველამ იმუშაოს გამჭვირვალედ და კეთილსინდისიერად. გამჭვირვალობა არის კეთილსინდისიერების არა მნიშვნელოვანი, არამედ აუცილებელი პირობა. სწორედ იმის გამო, რომ აქამდე არ იყო გამჭვირვალობა, კონკრეტულმა ორგანიზაციებმა იკადრეს და გააყალბეს მაგალითად „პივიტი“ ან გააყალბეს სხვა მონაცემები. სადაც იქნება გამჭვირვალობა, იქ იქნება ნაკლები ცდუნება გაყალბების კუთხით“, – განაცხადა პრემიერმა.

 

About the Author

მარშალ პრესი

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: თარჯიმანმა გააყალბა კონკრეტული წინადადება – პრემიერი
Next: ფაქტის კონსტატაცია არ შეიძლება იყოს პროტესტის საგანი. თუ ვინმეს არ მოსწონს ფაქტის კონსტატაცია, გამოდის, რომ იმ ფაქტის ეშინია, რომლის თანამონაწილეც თავად არის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.