Skip to content
07/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი ურთიერთობები გერმანიასთან და დინამიკაც ძალიან პოზიტიურია, საუბარი გვქონდა თანამშრომლობის აბსოლუტურად ყველა განზომილებაზე

მარშალ პრესი 12/04/2024
irakli kobakhidze
ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი ურთიერთობები გერმანიასთან და გარდა ამისა, დინამიკაც არის ძალიან პოზიტიური, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით,  მთავარი ამოცანაა, რომ შენარჩუნდეს და  კიდევ უფრო გაძლიერდეს ის თანამშრომლობა, რომელიც არსებობს ორ ქვეყანას შორის.
„ჩვენ დავასრულეთ ოფიციალური ვიზიტი გერმანიაში. გვქონდა 3 არაჩვეულებრივი შეხვედრა კანცლერთან, ბუნდესტაგის თავმჯდომარესთან, ასევე, გერმანიის პრეზიდენტთან. სამივე შემთხვევაში საუბარი გვქონდა, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ორმხრვი ურთიერთობებზე. ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი ურთიერთობები გერმანიასთან და გარდა ამისა, დინამიკაც არის ძალიან პოზიტიური. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ შევინარჩუნოთ, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ის თანამშრომლობა, რომელიც არსებობს ორ ქვეყანას შორის. ჩვენ შევეხეთ თანამშრომლობის ყველა ასპექტს, პოლიტიკურ, ეკონომიკურ  განათლებისა და კულტურის სფეროში, საუბარი გვქონდა თანამშრომლობის აბსოლუტურად ყველა განზომილებაზე“, –  განაცხადა პრემიერმა.

About the Author

მარშალ პრესი

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: კანცლერმა დაადასტურა, რომ მსგავსი კანონპროექტი არის ევროკავშირშიც, ოღონდ არც ერთი მოსწონს და არც მეორე
Next: პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.