Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველო გერმანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სანდო პარტნიორია გეოპოლიტიკურად რთულ რეგიონში და განსაკუთრებულ როლს ასრულებს მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების პროცესში

მარშალ პრესი 12/04/2024
irakli kobakhidze

საქართველო წარმოადგენს გერმანიისთვის ძალიან მნიშვნელოვან და სანდო პარტნიორს ამ, გეოპოლიტიკურად რთულ რეგიონში. საქართველო განსაკუთრებულ როლს ასრულებს ჩვენს რეგიონში, სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების პროცესში, რაც რეგიონის ყველა ქვეყნის ინტერესებშია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გერმანიის ფედერალურ კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოსა და გერმანიას მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობა აკავშირებთ, რომელიც ფაქტობრივად ყველა სფეროს მოიცავს.

„ჩვენ ასევე ვისაუბრეთ გერმანია-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებზე და კმაყოფილებით დავაფიქსირეთ, რომ ამ წლების განმავლობაში პარტნიორობამ და თანამშრომლობამ ჩვენს ქვეყნებს შორის მიიღო მრავალგანზომილებიანი ხასიათი, რომელიც ფაქტობრივად ყველა სფეროს მოიცავს. ვისაუბრეთ ასევე სხვადასხვა სექტორებზე, განსაკუთრებით ცალკეულ სფეროებში ბოლო პერიოდში მიღწეულ წარმატებებზე, პირველ რიგში სამართალდაცვით სფეროში, განათლების, კულტურის, მეცნიერების სფეროებში.

გერმანიასა და საქართველოს შორის ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა არსებობს, გერმანია ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა საქართველოსთან ვაჭრობისა და ეკონომიკის სფეროში. საქართველოში არაერთი გერმანული კომპანია ოპერირებს წარმატებულად და ჩვენ ვისაუბრეთ ასევე იმ ნაბიჯებზე, რომელიც იქნება გადასადგმელი იმისთვის, რომ გერმანიის ეკონომიკის სექტორი უფრო დავაინტერესოთ საქართველოს სატრანზიტო და ეკონომიკური შესაძლებლობებით,“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: დარწმუნებული ვარ, გერმანიის ინტერესი საქართველოს მიმართ კიდევ უფრო გაიზრდება, როდესაც მიმდინარე წლის ივნისში, საქართველოს ეროვნული ნაკრები სწორედ გერმანიაში მიიღებს ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობას
Next: მე ეს გერმანიაში ვისწავლე და დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული კანონი გამჭვირვალობის შესახებ ხელს შეუწყობს ძლიერი, დასაბუთებული, ფუნდამენტური დემოკრატიის ჩამოყალიბებას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.