ვულოცავ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, ყველა თანამშრომელს – პრემიერი

291
წაკითხვა/ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დაარსებიდან 91-ე წლისთავს ულოცავს პროფესორ-მასწავლებლებს, თანამშრომლებს,სტუდენტებსა  და უნივერსიტეტს ყველა კურსდამთავრებულს.

“თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ვულოცავ დაარსებიდან 91-ე წლისთავს. სამედიცინო უნივერსიტეტი დაარსების დღიდან იყო საქართველოში უმაღლესი სამედიცინო განათლებისა და მედიცინის მეცნიერებების განვითარების მთავარი კერა და ამ ტრადიციას დღემდე აგრძელებს.

პანდემიამ ნათლად გამოაჩინა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანას ჰყავდეს მაღალპროფესიონალი სამედიცინო პერსონალი. სწორედ ასეთ კადრს ამზადებს სამედიცინო უნივერსიტეტი და ამაყობს კიდეც თავისი აღზრდილი ექიმებით. მეტიც, პანდემიის პერიოდში განსაკუთრებული თავდადება გამოიჩინა არა მარტო მოქმედმა სამედიცინო პერსონალმა, არამედ უნივერსიტეტიდან ასაკის გამო გასულმა ღვაწლმოსილმა აკადემიურმა საზოგადოებამ, ასევე სტუდენტებმა, რომლებიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ღირებულებებითა და წინა თაობების მაგალითებით იზრდებიან.

კიდევ ერთხელ ვულოცავ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, ყველა თანამშრომელს, კურსდამთავრებულსა და სტუდენტს უნივერსიტეტის დაარსებიდან 91-ე წლისთავს. მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს თავდადებული შრომისთვის და ვუსურვებ წარმატებულ პროფესიულ საქმიანობას.”– წერს პრემიერი.

კომენტარები
მოწონება