Skip to content
16/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

მარტივ ლოგიკასაც კი არ შეესაბამება მსჯელობა, რომ გამოძიების დაწყება რამენაირად დაკავშირებულია გვარამიას, როგორც მედიამენეჯერის მიმართ შურისძიებასთან მიმართებით

მარშალ პრესი 19/05/2022

მარტივ ლოგიკასაც კი არ შეესაბამება მოსაზრებები და მსჯელობები, რომ გამოძიების დაწყება რამენაირად დაკავშირებულია გვარამიას, როგორც მედიამენეჯერის მიმართ შურისძიებასთან მიმართებით, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა განაცხადა.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ჯერ კიდევ 2019 ივლისში დაიწყო გამოძიება ამ საქმეზე. ამის საფუძველი იყო „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის განცხადება, რომელშიც საუბარი იყო იმ დროითვის უკვე ყოფილი მენეჯმენტის მიერ ჩადენილ არაერთ დანაშაულზე. 2019 წლის აგვისტოში ამავე საქმეზე ნიკა გვარამია მიეცა პასუხისგებაში ბრალდებულის სახით.

მაშინ ის აღარ იკავებდა თანამდებობას „რუსთავი 2“-ში და არ იყო „მთავარის“ გენდირექტორი. აქედან გამომდინარე, მარტივ ლოგიკასაც კი არ შეესაბამება მოსაზრებები და მსჯელობები, რომ გამოძიების დაწყება რამენაირად დაკავშირებულია გვარამიას, როგორც მედიამენეჯერის მიმართ შურისძიებასთან მიმართებით. რეალურად ამ განცხადების საფუძველზე, რომელზეც ვალდებულები ვიყავით, რეაგირება მოგვეხდინა, ჩატარდა გამოძიება და დადგინდა, რომ 2015-2019 წლებში „რუსთავი 2“-ის მაშინდელი მენეჯმენტი, ნიკა გვარამიას ხელმძღვანელობით, ჩადიოდა სისხლის სამართლის არაერთ დანაშაულს“, – აცხადებს პროკურორი.

Post navigation

Previous: დაბადების დღეს ვულოცავ ლეგენდარულ სპორტსმენს კობა წაქაძეს
Next: IDS​ ბორჯომის“ მფლობელი კომპანია მზად არის, საქართველოს მთავრობას წილების ნაწილი უსასყიდლოდ გადასცეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.