IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

მე ახლა არც რეიტინგებისთვის მცალია და ჯერ არც წინასაარჩევნო კამპანიებისთვის ან სიებისთვის, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ. მისი თქმით, მთავრობამ უნდა იმუშაოს 24 საათის რეჟიმში, რომ მოქალაქეებს კრიზისისგან მიყენებული ზიანი შეუმცირდეთ.

„მერწმუნეთ, ხალხნო, ტყუილად არ ვამბობ, არ მინდოდა ამაზე საუბარი, მართლა სერიოზული კრიზისის პირობებში ვცხოვრობთ. ძალიან კარგად გვესმის, რომ დღეს უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება კრიზისის ეკონომიკური შემადგენლობა. 24 საათი გვაქვს სამუშაო, რათა საქართველოს თითოეული მოქალაქის ოჯახს, ის ზიანი, რაც კრიზისმა მიაყენა, რომ ადამიანებს უბრალოდ ოჯახში შემოსავალი შეუმცირდათ, ეს ზიანი სასწრაფოდ აღვადგინოთ და ამას სჭირდება სერიოზული კონცენტრირებული მუშაობა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება