Skip to content
14/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ამ ეტაპზე, ვერანაირ საჭიროებას ვერ ვხედავ, მაგრამ საზოგადოების უმრავლესობა შარშანდელივით ტელევიზორთან და კლავიატურასთან დარჩენას აღარ აპირებს

მარშალ პრესი 12/04/2024
davit kartvelishvili

„დღეში ასი პეტიცია რომ გამოაცხოთ და ათასი შარშანდელი ფოტო გამოფინოთ – 12%-იანი შემართებით 60%-იან ძალას, ხალხის ძალას, ვერაფერს დააკლებთ,” – მიმართავს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი რადიკალურ ოპოზიციას და ურჩევს ვითარების ხელოვნურად დაძაბვისაგან თავი შეიკავონ. ქართველიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ოპოზიციის მხრიდან ხდება ახალგაზრდების მობილიზება.

„განვმეორდები. ოქროს ხანის ბრაზილიის ნაკრებს ჰქონდა გენიალური მიმართვა მოწინააღმდეგისადმი: „თქვენ შეგიძლიათ გაგვიტანოთ, რამდენსაც შეძლებთ. ჩვენ კი, გაგიტანთ იმდენს, რამდენიც საჭიროა გამარჯვებისთვის”.

დღეში ასი პეტიცია რომ გამოაცხოთ და ათასი შარშანდელი ფოტო გამოფინოთ – 12%-იანი შემართებით 60%-იან ძალას, ხალხის ძალას, ვერაფერს დააკლებთ. ვერც თსუ-დან „გულანთებული ბავშვების” გამოყვანით შეგვაშინებთ. ჩვენ გვახსოვს ამ „ბავშვებს” რა როლი მიუჩინეს აქციებში, USAID-ის მიერ ჩამოყვანილმა სერბმა პოლიტ-ტერორისტებმა. ამ ეტაპზე, ვერანაირ საჭიროებას ვერ ვხედავ, მაგრამ საზოგადოების უმრავლესობა შარშანდელივით ტელევიზორთან და კლავიატურასთან დარჩენას აღარ აპირებს, ლუციფერი და მისმა ლეგიონი კვლავ წითელი ხაზების გადაკვეთას თუ დააპირებს,” – წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

Post navigation

Previous: კრემლის ძველი “კახპები ე.წ რუსული კანონის წინააღმდეგ – სანდრო ბრეგაძე
Next: ამგვარი ფარისევლები როცა მწარდებიან, ესე იგი მმართველი გუნდი ძალიან სწორად მოქმედებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.