IMG.GE IMG.GE

ჩინეთის ცენტრალურმა სამხედრო კომისიამ კორონავირუსის ექსპერიმენტული ვაქცინის სამხედოებში გამოყენება დაამტკიცა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. ვაქცინა – Ad5-nCoV – კომპანია Can Sino Biologics-ისა და პეკინის სამხედრო სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტმა ერთობლივად შექმნეს. ის პირველი ვაქცინაა, რომელსაც კლინკური ცდების ფარგლებში, მოხალისეებზე გამოსცადეს და დადებითი შედეგიც აჩვენა.

Ad5-nCoV ერთ-ერთია იმ 150 პოტენციურ ვაქცინას შორის, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით იკვლევენ. ფართო კომერციული გამოყენებისთვის ჯერჯერობით კორონავირუსის საწინააღმდეგო არცერთი ვაქცინა არ არის დამტკიცებული.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება