Skip to content
04/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოში, სადაც საჯარო სექტორში უმაღლესი გამჭვირვალობის სტანდარტია, პრობლემა საერთოდ არ უნდა არსებობდეს არასამთავრობოებთან ან ნებისმიერ სხვა სუბიექტთან მიმართებაში, რომ მინიმალური სტანდარტი დაინერგოს

მარშალ პრესი 11/04/2024
irakli chiqovani

„საქართველოში არის გამჭვირვალობის ძალიან მაღალი სტანდარტი, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. 

„საქართველოში გამჭვირვალობის მაღალი ხარისხია აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, ეს იქნება პოლიტიკაში ჩართული პოლიტიკური სუბიექტები, პოლიტიკოსები, ბიუჯეტის გამჭვირვალობა თუ ნებისმიერი საჯარო რესურსის ხელმისაწვდომობა. მაგრამ, სამწუხაროდ, არის სფერო, სადაც არანაირი სტანდარტი არსებობს, რომელიც უზრუნვეყოფს გამჭვირვალობის მინიმალურ დონეს“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა. 

ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ მიღებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება პოზიციებს, რომელიც უშუალოდ ორგანიზაცია ევროკავშირსა და ინდივიდუალურ სახელმწიფოებშია. ირაკლი ჩიქოვანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი მუშაობს იმ დირექტივაზე, რომელიც გამჭვირვალეობის მინიმალურ სტანდარტს უზრუნველყოფს:

„ევროკავშირი მუშაობს იმ დირექტივაზე, რომელიც დაავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს შეიმუშაონ კონკრეტული მექანიზმები, რომელიც გამჭვირვალობის სტანდარტს უზრუნველყოფს. ვინც კი ერთვება საზოგადოებრივ ცხოვრებაში და გავლენა აქვს საზოგადოების აზრის ფორმირებაზე, მათთვის აუცილებელია მინიმალური სტანდარტის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, ეს არის დემოკრატიული პროცესი, ეს აჯანსაღებს პროცესს და ეს აძლიერებს სახელმწიფოს“. – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

Post navigation

Previous: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმყოფება ბერლინში, როგორც ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფოს პრემიერი
Next: კარგია, რომ “გამჭვირვალობის კანონი” გვექნება, რადიკალების ნახევარი უფრო გაცოფდება და მეტ სიბრიყვეს შემოგვთავაზებს, მეორე ნახევარი კი დაჯდება და დეკლარაციას დაწერს, დაწერს კი არა ჩააწიკწიკებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.