Skip to content
06/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

აი „საკონტროლო გასროლაც” – დავით ქართველიშვილი

მარშალ პრესი 11/04/2024
david kartvelishvili

„აი „საკონტროლო გასროლაც” – პარტიული რეიტინგები, სადაც სანუკვარი „საბარიერო ღობიდან”, მხოლოდ ერთს უჩანს თავი და ისიც იმისთვის, რომ საპარლამენტო სასამართლოზე გამოცხადდეს,“ – ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებას – „გორბის“ კვლევამ შოკში და ისტერიკაში ჩააგდო ოპონენტები.“

ქართველიშვილის თქმით, ხელისუფლება მაღალ ხეზეა ამძვრალი და ღობის ძირში მიმდინარე ფუსფუსს და აურზაურს აუღელვებლად აკვირდება.

„არა ნუ, შოკიც არის და შოკიც. ჯერ იყო და „ნაცმოძრაობის პოლიტიკური გასამართლება დავაანონსეთ, მერე სასამართლო სისტემიდან იმპორტული მმართველობის მცდელობა „დავაპაშოლეთ”, ცესკო-ში ვაკჰანალიის გაგრძელებას დავუსვით წერტილი, ლგბტ-პროპაგანდას ბრძოლა გამოვუცხადეთ, ქვეყანაში შავი ფულის შემოდინების პრაქტიკის შეჩერების და პატიოსანი NGO სექტორის წარმოჩენის საკანონმდებლო ჩარჩოში მოქცევას მივეცით ბიძგი. და აი „საკონტროლო გასროლაც” – პარტიული რეიტინგები, სადაც სანუკვარი „საბარიერო ღობიდან”, მხოლოდ ერთს უჩანს თავი და ისიც იმისთვის, რომ საპარლამენტო სასამართლოზე გამოცხადდეს. ხოლო ხელისუფლება მაღალ ხეზეა ამძვრალი და ღობის ძირში მიმდინარე ფუსფუსს და აურზაურს აუღელვებლად აკვირდება“, – წერს ქართველიშვილი.

About the Author

მარშალ პრესი

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: მეგობარი ქვეყნიდან იყო დაფინანსებული სამარცხვინო ISFED-ი, პარალელური დათვლები რომ გააყალბა – როგორ უნდა დაუჭიროს მხარი ადამიანმა იმ ენჯეოებს, რომლებიც ჩართულნი არიან სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში?
Next: ამ “ენჯეო”-ებმა გაგვიმწარეს ცხოვრება, ჩემთვის კანონია და მაგათთვის კანონი არ არის? – რამაზ იოსელიანი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.