Skip to content
06/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მამუკა მდინარაძემ და გიორგი ჩაკვეტაძემ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტური თვითმმართველობების ხელმძღვანელებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გააცნეს

მარშალ პრესი 11/04/2024
01

​საპარლამენტო უმრავლესობის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერი მამუკა მდინარაძე და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტური თვითმმართველობების ხელმძღვანელებს შეხვდნენ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გააცნეს.

როგორც მამუკა მდინარაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, სტუდენტების მიერ დასმულ ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცა, ახალგაზრდები დეტალურად იცნობენ, როგორც „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, ასევე, უცხო ქვეყნების პრაქტიკასაც და მათ მიერ შეთავაზებული ორი წინადადება კანონპროექტში იქნება გაზიარებული.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა და მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ არ ყოფილა საკითხი, რომელსაც არ შევეხეთ კანონპროექტთან, მის პრინციპებთან და საჭიროებასთან, ასევე, სხვა ქვეყნების გამოცდილებასთან დაკავშირებით. შეხვედრისას ბევრი კითხვა დაისვა. მაგალითად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელმა ძალიან საინტერესო წინადადებები დააყენა, რაც გავიზიარე და უნდა აღვნიშნო, რომ ეს არ მოუფიქრებია ჩვენს არც ერთ ოპონენტს. პირველი საკითხი ეხება კანონპროექტის მე-8 პუნქტში სიტყვას „მინიშნება, რომელიც შეიცვლება სიტყვით „ინფორმაციით“, რომ ვინმემ სპეკულაცია ვერ მოახერხოს. მეორე წინადადება შეეხებოდა დაფინანსებას, კერძოდ, ახალგაზრდული მიმართულებით შიდა დაფინანსებების, შიდა გრანტების გაზრდას. შემიძლია გითხრათ, რომ რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრს ჰქონდა მსგავს საკითხზე საუბარი ჩემთან და „ქართული ოცნების“ ლიდერებთან და ძალიან პოზიტიური ამბავია, რომ ახალგაზრდების აზრი ჩვენს საუბარს დაემთხვა. ეს შემოთავაზებაც უალტერნატივოა და ამასაც გავიზიარებთ. ჩვენ ყველა საკითხზე დეტალურად ვისაუბრეთ. ერთი-ორი კრიტიკული შენიშვნაც იყო, მაგრამ ამაზეც ამომწურავი პასუხები გავეცით. ძალიან კარგი დისკუსია და აქტიურობაა მათი მხრიდან და შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა, რომ სტუდენტებს, მათი თვითმმართველობების ხელმძღვანელებს, ყველა კითხვაზე აბსოლუტურად ამომწურავი პასუხები აქვთ გაცემული“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

About the Author

მარშალ პრესი

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდა
Next: მინდა ევროკავშირის ელჩს სამი კითხვა დავუსვა – ირაკლი ზარქუა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.