Skip to content
11/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გამჭვირვალობის შესახებ კანონი საქართველოს სჭირდება როგორც ჯავშანი, რომ გართულებული მსოფლიო პოლიტიკური თამაშების მსხვერპლი არ გახდეს

მარშალ პრესი 11/04/2024
dimitri khundadze

„დიდი სახელმწიფოები კი საკუთარ პოლიტიკას სწორედ ჩვენნაირი პატარა და მეგობარი სახელმწიფოების ხელით ახორციელებენ – ეს იქნება პირდაპირი ომში ჩართვა თუ იდეოლოგიური ბრძოლა“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე წერს.

დიმიტრი ხუნდაძე აღნიშნავს, რომ საქართველომ, ხელისუფლებასთან ერთად, გაუძლო უკრაინის ომში ჩართვის მცდელობას და მშვიდობა შეინარჩუნა, ამჟამად კი მიმდინარეობს იდეოლოგიური ომი, რაშიც ქართველი ხალხი, მთავრობასთან ერთად, ასევე, გაიმარჯვებს.

„ვინც სწორად აანალიზებს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს, აუცილებლად მიხვდება, თუ როგორ ურთულეს პერიოდში უწევს საქართველოს მშვიდობის შენარჩუნება. ამ პოლიტიკურ ძალთა ჭიდილში დიდი სახელმწიფოები იყენებენ ყველა საშუალებას, რათა ხელში ჩაიგდონ გლობალური მართვის სადავეები. დიდი სახელმწიფოები კი საკუთარ პოლიტიკას სწორედ ჩვენნაირი პატარა და მეგობარი სახელმწიფოების ხელით ახორციელებენ – ეს იქნება პირდაპირი ომში ჩართვა თუ იდეოლოგიური ბრძოლა. საქართველოზე ორივე მიმართულებით ხორციელდება ზეწოლა.

ჩვენ გავუძელით უკრაინის ომში ჩართვის მცდელობას და შევინარჩუნეთ მშვიდობა. ამჟამად მიმდინარეობს იდეოლოგიური ომი და ამ ომშიც გავიმარჯვებთ ქართველ ხალხთან ერთად. გამჭვირვალობის შესახებ კანონი საქართველოს სჭირდება როგორც ჯავშანი, რომ გართულებული მსოფლიო პოლიტიკური თამაშების მსხვერპლი არ გახდეს. ვინც ამას ხვდება, ის ამ კანონს მხარს უჭერს, ხოლო ეწინააღმდეგება ის, ვინც ამას ვერ ხვდება, ან ხვდება და მიზანმიმართულად მოქმედებს. დღევანდელი ოპოზიციისა და მათი ენჯეოების გაშმაგებულ ბრძოლას გამჭვირვალობის წინააღმდეგ, საქართველო სწორედ ამ სამსხვერპლოზე მიჰყავს, რასაც არ დავუშვებთ. ჩვენ გვაქვს სიფრთხილის ვალდებულება ქვეყნის მართვაში და ხალხის მყარი მხარდაჭერა. ამ ბრძოლაშიც სიმართლით გავიმარჯვებთ“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

Post navigation

Previous: აშშ-ის ელჩმა თქვა, რომ „გამჭვირვალობის კანონი“ არ არის ამერიკული, მართალი თქვა, ეს არის გაცილებით ლოიალური ვერსია – მეორე მუხლი არის მთავარი განმასხვავებელი, საქართველოში დაინიცირებული კანონი არ მოიცავს ფიზიკურ პირებს
Next: ოპოზიცია იყენებს საკუთარ ელექტორატს გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ – სპორტსმენი, მეცნიერი თუ ხელოვანი, ვინც განცხადებას აკეთებს, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველია და აქ გასაკვირი არაფერია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.