Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ნინო ქათამაძის კომენტარი გამჭვირვალობის კანონის პროექტის მიმართ, სულ ცოტა, უხერხულია – როგორც ჩანს, მიაწოდეს მზა ნარატივი, თუ რა უნდა ეთქვა და მან ის უშეცდომოდ გაიმეორა

მარშალ პრესი 11/04/2024
tamta megrelishvili

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე ნინო ქათამაძის იმ კომენტარს გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, გამჭვირვალობის შესახებ კანონი ემიგრანტებსაც შეეხება. როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, ნინო ქათამაძის კომენტარი სიცრუეა.

მეგრელიშვილის თქმით, ნინო ქათამაძეს არც წაუკითხავს ევროპულ გამოცდილებაზე შექმნილი ქართული სამართლებრივი დოკუმენტი და ამიტომ მისი ნააზრევი სრულიად აცდენილია შინაარსს.

“ნინო ქათამაძის კომენტარი გამჭვირვალობის კანონის პროექტის მიმართ, სულ ცოტა, უხერხულია. მას არც წაუკითხავს ევროპულ გამოცდილებაზე შექმნილი ქართული სამართლებრივი დოკუმენტი და ამიტომ მისი ნააზრევი სრულიად აცდენილია შინაარსს. მას, როგორც ჩანს, მიაწოდეს მზა ნარატივი, თუ რა უნდა ეთქვა და მან ის უშეცდომოდ გაიმეორა. მინაწერი: გამჭვირვალობის შესახებ კანონის პროექტი არ ეხება ფიზიკურ პირებს, არ ეხება არც გრანტის მიმღებ სტუდენტს, არც ემიგრანტის ფულად გზავნილს საქართველოში, არც ფერმერს და სხვა. ნუ ავრცელებთ ტყუილს და სულ ცოტა, უხერხულ მდგომარეობაში ნუ აგდებთ საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებს. ძალიან რთულად მისაღებია ფაქტი, რომ ამ ხალხს საკუთარი პროფესიის მიღმა ზოგადი აზროვნების კულტურა და გააზრების მინიმალური სტანდარტიც არ აქვს“, – წერს თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

ამ თემაზე:

ასე გვიხსნის ნინო ქათამაძე “რუსულ კანონს” (ვიდეო)

Post navigation

Previous: იმ ორგანიზაციების ჩამონათვალი, რომლებმაც საზოგადოების წინაშე ანგარიში უნდა წარადგინონ, არის საკმაოდ ლოიალური, განსხვავებით იმისგან, რაც აქვს იგივე დასავლეთს და რუსეთს
Next: რა განსხვავებაა ლომჯარიას და ქათამაძეს შორის? არანაირი, ერთი უთავმოყვარეო ნაძირალაა და მეორე – თავმოყვარე იდიოტი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.