ახმეტის მუნიციპალიტეტი, “სუფთა ქუჩის” სტატუსით დაჯილდოვდა, „სუფთა რეგიონი 2021″-ის ტიტულის მფლობელი კი კახეთის რეგიონი გახდა

ახმეტის მუნიციპალიტეტი, “სუფთა ქუჩის” სტატუსით დაჯილდოვდა, „სუფთა რეგიონი 2021″-ის ტიტულის მფლობელი კი კახეთის რეგიონი გახდა.
მიმდინარე წლის 13 მაისს, თბილისის საკრებულოს დარბაზში პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, კონკურსის „სუფთა რეგიონი“ დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. „სუფთა რეგიონის” კონკურსზე, ზედიზედ მეოთხედ კახეთს „სუფთა რეგიონი“-ს სტატუსი მიენიჭა. ამავე კონკურსის ფარგლებში, ნომინაციაში, „სუფთა ქუჩა“ ახმეტის მუნიციპალიტეტმა გაიმარჯვა.
დღეს, ქ. თელავში, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებითა და დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) „ვიზიტ კახეთი“ მხარდაჭერით „სუფთა რეგიონის“ აღნიშვნის ღონისძიება მასშტაბურად ჩატარდა.
ირაკლი შიოშვილმა და კახეთის მუნიციპალიტეტების მერებმა მოწვეულ რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურების წარმომადგენლებს „სუფთა რეგიონის“ სტატუსი პირადად მიულოცეს, წარმომადგენლებს მადლობის სიგელები, ხოლო მეეზოვე ქალბატონებს თაიგულები გადასცეს.
კონკურსზე, კახეთმა წარმატება, უკვე მეოთხედ მოიპოვა.
IMG.GE
გაზიარება