Skip to content
25/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ნაციონალური მოძრაობის მართული არასამთავრობოები საინფორმაციო პოსტერებზე გვიკრავენ ლგბტ+ საზოგადოების მხარდამჭერ პოსტერებს

მარშალ პრესი 11/04/2024
vazha kokaia

“ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი, ვაჟა კოკაია, სოციალურ ქსელში წერს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ მართულმა არასამთავრობოებმა, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საინფორმაციო პოსტერებს, ლგბტ საზოგადოების მხარდამჭერი პოსტერები გადააკრეს.

კოკაია აღნიშნულის საილუსტრაციოდ აღნიშნული პოსტერების ფოტოებს აქვეყნებს და აცხადებს, რომ ქვეყნის მტრები ქართველ ხალხს ეუბნებიან, რომ ევროპა არის ლგბტ+ საზოგადოება, რითაც კიდევ უფრო აზიზღებენ ქართულ საზოგადოებას ევროპას და რეალურ ევროპულ ღირებულებებს.

“რა განსხვავებაა ჩვენსა და მათ შორის?! ჩვენ საზოგადოებას ვაწვდით ინფორმაციას ახალი კანონპროექტის შესახებ, ქვეყანას ვაახლოებთ ევროპასთან და ევროპულ ღირებულებებთან, ხოლო ნაციონალური მოძრაობის მართული არასამთავრობოები საინფორმაციო პოსტერებზე გვიკრავენ ლგბტ+ საზოგადოების მხარდამჭერ პოსტერებს, ეს მართლა ქვეყნის მტრები ქართულ საზოგადოებას ეუბნებიან რომ ევროპა არის ლგბტ+ საზოგადოება რითაც კიდევ უფრო აზიზღებენ ქართულ საზოგადოებას ევროპას და რეალურ ევროპულ ღირებულებებს!
ევროპული ღირებულება არის გამჭვირვალობა და არა ლგბტ+ პროპაგანდა!” – წერს ვაჟა კოკაია.

Continue Reading

Previous: ნაც-ენჯეოები და მათი პატრონები ვერ ხვდებიან, რომ ქართველი ადამიანი შეურაცხყოფილი რჩება, როდესაც მას ეუბნებიან, რომ ის, რაც კარგია ევროპელისთვის ან ამერიკელისთვის, დაუშვებელი და აკრძალულია საქართველოს მოქალაქისთვის
Next: „ენჯეოების“ ფინანსები დეკლარირებული კი არის საგადასახადო უწყებაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებას მიუწვდება ამ ინფორმაციაზე ხელი, რადგან ის არის კონფიდენციალური

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025