Skip to content
13/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მითხარით რომელი პუნქტია რუსული და საერთოდ აღარ დავაყენებ არცერთ ინიციატივას – მამუკა მდინარაძე

მარშალ პრესი 10/04/2024
mamuka mdinaradze

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებას ეხმიანება, სადაც აღნიშნულია, რომ “მდინარაძის განცხადებაში ერთი მნიშვნელოვანი მომენტი დაფიქსირდა, ისინი მზად არიან კანონპროექტი უკან გაიწვიონ – გუშინდელმა მრავალათასიანმა შეკრებამ აჩვენა, რომ ხალხი უკან არ დაიხევს”.

როგორც მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, ოპონენტებს მან მოუწოდა, დაასახელონ რა არის რუსული “ქართული ოცნების” მიერ ინიციირებულ კანონპროექტში.

“რა არის რუსული, რომელი პუნქტი ჩვენს კანონპროექტში მითხარით და კანონპროექტის გაწვევა კი არა, საერთოდ აღარ დავაყენებ არც ერთ ინიციატივას. მეტი როგორ და რა გზით მოგიწოდოთ. ერთი კვირაა ერთი პუნქტი ვერ დაასახელეს… რა კარგად გაუგიათ ამათ ჩემი განცხადება.” – წერს მამუკა მდინარაძე.

Post navigation

Previous: პრემიერ-მინისტრმა მუსლიმებს რამადან ბაირამი მიულოცა
Next: ქართული საზოგადოება ბიომასა გგონიათ და გლობალური ომის პარტიის სამსახურში ათენ-აღამებთ, ჰოდა, არჩევნებზე როცა გახვალთ, „რუჩკებს“ არ ენდოთ, „რუჩკებს“!

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.