Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მივხედოთ ჩვენს საქმეს პირნათლად – დარწმუნებული ვარ, ეს კანონპროექტი ბევრს გადაკითხულიც არ აქვს – ანსამბლ რუსთავის სამხატვრო ხელმძღვანელი

მარშალ პრესი 10/04/2024
david shanidze

ანსამბლ “რუსთავის” სამხატვრო ხელმძღვანელი დავით შანიძე, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით ხელოვნების კონკრეტული წარმომადგენლების მიერ გამოთქმულ კრიტიკას ეხმიანება.

მისი განცხადებით, ყველამ რომ თავისი საქმე აკეთოს, ქვეყანას ეშველება. შესაბამისად, კოლეგებს, რომელთა უმრავლესობას კანონპროექტი გადაკითხულიც კი არ აქვს, მოუწოდებს, რომ საკუთარ საქმიანობას პირნათლად მიხედონ და ნებსით თუ უნებლიეთ, ქვეყნისთვის საწინააღმდეგო აზრს არ დაუჭირონ მხარი.

“ერთი დიდი მსახიობის, კერძოდ რამაზ ჩხიკვაძის დარიგებიდან მახსენდება. ყველამ რომ თავის საქმე აკეთოს, ეშველება ჩვენს ქვეყანასო. ხელოვნება მართლაც რომ ყველაფერზე მაღლა დგას და მოდით კოლეგებო მივხედოთ ჩვენს საქმეს პირნათლად. დარწმუნებული ვარ ეს კანონპროექტი ბევრს გადაკითხულიც არ აქვს. ძალიან სამწუხაროა ის რომ ნებსით თუ უნებლიეთ შეიძლება სახელმწიფოსათვის საზიანო აზრს ვუჭერდეთ მხარს!” – წერს დავით შანიძე სოციალურ ქსელ Facebook-ზე.

Continue Reading

Previous: მითხარით 1 პუნქტი რუსული კანონიდან, რაც მეორდება ჩვენს ინიციატივაში?!
Next: გამოიღვიძეს ბოროტებით გაჟღენთილმა იდეოლოგებმა – ფოცხიშვილების ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელი, დავით ფოცხიშვილი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025