Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რატომ გვიკრძალავენ ჩვენი მეგობარი ქვეყნებიდან კონკრეტული წარმომადგენლები თუ ოფიციალური სტრუქტურები იმას, რაც დაინიცირებულია ევროკავშირში?!

მარშალ პრესი 10/04/2024
mamuka mdinaradze

რატომ ამბობენ ევროპელები საქართველოში უარს იმაზე, რატომ გვიკრძალავენ ჩვენი მეგობარი ქვეყნებიდან კონკრეტული წარმომადგენლები თუ ოფიციალური სტრუქტურები იმას, რაც ინიციირებულია ევროკავშირში, რაც მიღებულია ქვედა პალატის მიერ საფრანგეთში? – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

აღნიშნულით მდინარაძემ უპასუხა შეკითხვას, თუ რატომ არიან ევროკავშირის და მეგობარი ქვეყნების კონკრეტული წარმომადგენლები “გამჭვირვალობის კანონის” მიღების წინააღმდეგი საქართველოში. მისი თქმით, ევროპიდან წამოსული კრიტიკის მიზეზია ის, რომ დონორებს არ სურთ გამჟღავნდეს, რომ ისინი სასარგებლო საქმეებთან ერთად აფინანსებდნენ ექსტრემიზმს, ლგბტ პროპაგანდას, რევოლუციურ ტრენინგებს და ა.შ.

“მოდით, პირდაპირ ვთქვათ, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე: ამაზე ძალიან მუშაობენ ის დონორი ორგანიზაციები, რომლებიც ამ კანონის ამოქმედების შემდეგ იძულებული გახდებიან, გამოაშკარავდეს, წარსულში, ახლა თუ მომავალში, რატომ აფინანსებდნენ კარგ საქმეებთან ერთად, ამავდროულად ექსტრემიზმს, პოლარიზაციას, “კანვასის” რევოლუციურ ტრენინგებს, ლგბტ პროპაგანდას, ისეთ გემებს, რომელიც მიდიოდა მაგალითად, ISFED-ის მიერ პარალელური ხმის დათვლის მონაცემების გაყალბებამდე და ამის გამოაშკარავება არავის აწყობს და ჩართულია საერთაშორისო ლობისტური ქსელი ამაში. სხვას ვერაფერს დავაბრალებთ იმას, რომ ჩვენ გვიკრძალავენ, რასაც თავად, თავიანთ ქვეყნებში და ზოგადად, ევროკავშირში იღებენ. მეტი პასუხი ამაზე არ არსებობს. სხვა პასუხი თუ არსებობს, თქვენ გვითხარით. არსებობს რაღაც, რაც მოქმედებს აშშ-ში, ავსტრალიაში, ისრაელში, საფრანგეთში ქვედა პალატის მიერ მიღებულია, დაინიცირებულია ევროკავშირში – ოღონდ უფრო მკაცრი”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Continue Reading

Previous: აგენტოკრატიის უსაფუძვლო კრიტიკა ამტკიცებს, რომ დასამალი ბევრი აქვთ საქართველოსთან მებრძოლ “ენჯეოებს”
Next: სახელმწიფო თეატრი ერთი პოლიტიკური მოსაზრების ან ჯგუფის მოქმედების არეალი როგორ გახადე, ძამი? – ოზურგეთის დრამატული თეატრის ხელმძღვანელი დავით ბეშიტაიშვილს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025