Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ესეც ნაცების მეორე პრეზიდენტი, რომელსაც პოლიტიკური ავიტამინოზი აშკარად დაეტყო – დავით ქართველიშვილი გიორგი მარგველაშვილზე

მარშალ პრესი 10/04/2024
davit kartvelishvili

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მოწოდებებს ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და აცხადებს, რომ მოწოდებები ძალადობისკენაა მიმართული. ქართველიშვილი წერს, რომ „ელიტარული პროსტიტუციის” ფენომენს საქართველოს პოლიტიკურ ველზე, ბოლო 10 წელია აკვირდება და მარგველაშვილი ამ პოლიტიკურ საროსკიპოში კოლეგებს მოძღვრავს.

„ესეც ნაცების მეორე პრეზიდენტი, რომელსაც პოლიტიკური ავიტამინოზი აშკარად დაეტყო. შარშანწინ, უკრაინაში ბანერის დასაჭერად 10 ათასი დოლარი მოითხოვა. საინტერესოა, წელს ტარიფს აუწევენ, თუ პირიქით?

„ელიტარულ პროსტიტუციაზე” კი მსმენია, მაგრამ ამ ფენომენს პოლიტიკურ ველზე საქართველოში უკვე ბოლო 10 წელია ვაკვირდები. სუტენიორებზე მეტად დამოკიდებულები ნუ იქნებითო – პროფესიული გამოცდილების კვარცხლბეკიდან მოძღვრავს ის თავისი პოლიტიკური საროსკიპოს კოლეგებს. სუტენიორებმაო ხელის მოქნევაც იციანო და თანხების მოტეხვაცო. რასაც „მამაშები” გვიბრძანებენ, ყველაფერს არ უნდა ავყვეთო! ბავშვობაშიო, ფილმი „სპარტაკი” მაქვსო ნანახიო – არა, მოსკოვის არაო, მგონი რომის „სპარტაკი” იყო. მანდ მონები აუჯანყდნენ თავის პატრონებსო, მიმართეს პროტესტის რადიკალიზაციასო და გაიმარჯვეს! მართალია, როსკიპების ჯანყზე ფილმი არ მინახავსო, მაგრამ შარშან ამსტერდამში მათ სერიოზული ტალღა ააგორესო! ამ ტალღას ბერლინელი „პროსტიტუტკების” აქციებიც მოჰყვა. შემოსავლების გამჭვირვალობა მოუნდომეს იქაც, ჩვენსავით. ჩაშილაფლავდნენ! გამოუვიდათ მათ – გამოგვივა ჩვენცო!” – წერს დავით ქართველიშვილი.

Continue Reading

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ელჩს შეხვდა
Next: აგენტოკრატიის უსაფუძვლო კრიტიკა ამტკიცებს, რომ დასამალი ბევრი აქვთ საქართველოსთან მებრძოლ “ენჯეოებს”

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025