Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დაფინანსებები, რაც მალულია და საზოგადოებამ არ იცის, იმ დონორებისგან მოდის, რომელთა საშუალებითაც ფინანსდება რადიკალიზმი, ექსტრემიზმი

მარშალ პრესი 10/04/2024
kakha kaladze

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ზოგიერთი დონორი ორგანიზაციის საშუალებით, ქვეყანაში რადიკალიზმი და ექსტრემიზმი ფინანსდება, რომლის გასაჯაროებაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს არ სურთ.

კახა კალაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ საზოგადოებამ კარგად დაინახა, თუ რას ემსახურებოდა ერთ-ერთი ორგანიზაციის მიერ დაფინანსებული ტრენინგი.

„რადიკალიზმი არის ქვეყანაში. სხვათა შორის, დაფინანსებები, რაც მალულია და საზოგადოებამ არ იცის, იმ დონორებისგან მოდის, რომელთა საშუალებითაც ფინანსდება რადიკალიზმი, ექსტრემიზმი. რომ გვეუბნებოდნენ, მძიმე სენით დაავადებული ბავშვების მშობლებს ტრენინგებს ვუტარებთო, რეალურად, საზოგადოებამ დაინახა, რასთან დაკავშირებით ატარებდნენ ტრენინგს. ეს არის სამწუხარო რეალობა, რომლის გასაჯაროება არ უნდათ. პირველ რიგში, ეს პრობლემას უქმნის მათ „მამებს“, იმ დონორ ორგანიზაციებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საქართველოში რადიკალიზმს მომავალი არ აქვს და მას ხელისუფლების მხრიდან ყოველთვის შესაბამისი რე
აგირება მოჰყვება.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რადიკალიზმს ქვეყანაში არ აქვს მომავალი. იქნება რადიკალიზმი? კანონდარღვევა? – ამას ხელისუფლების, სახელმწიფოს მხრიდან მოჰყვება რეაგირება და ყველაფერს გაეცემა შესაბამისი პასუხი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

Continue Reading

Previous: ეს მათი რეალური საქმიანობის ლუსტრაციას ხომ არ გამოიწვევს და ეს ხომ არ არის წინააღმდეგობის მთავარი მიზეზი? – ლევან მამალაძე გამჭვირვალობის კანონზე
Next: ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ელჩს შეხვდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025