Skip to content
13/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რადიკალი ენჯეოები გვეუბნებიან – რამდენ თანხასაც გვინდა, იმდენს შემოვიტანთ ქვეყანაში, რაშიც გვინდა იმაში დავხარჯავთ, იდეოლოგიით დაგიხოცავთ შვილებს, წაგიბილწავთ ეკლესიებს და ამაზე არ გაბედოთ კითხვების დასმა

მარშალ პრესი 10/04/2024
tamar chiburdanidze

„ჩემთვის სულერთია საქართველოს ვინ ებრძვის. ჩემთვის მთავარია, ვინც გვებრძვის, იმას ვუწოდოთ მტერი,” – განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას და დასძინა,რომ დამოუკიდებლობის მოპოვების 35 წლისთავზე, ქვეყანას კვლავ უწევს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისათვის ბრძოლა.

თამარ ჩიბურდანიძის თქმით, საქართველოს ჰყავს ისეთი მტერი, რომელიც იდეოლოგიით ანადგურებს ერს, მომავალს და ბრძოლა ამის წინააღმდეგ შესაძლებელია მხოლოდ სიმართლით და გამჭვირვალობით. ამ ღიაობას კი, ებრძვიან ძალები, რომლებიც რადიკალური არასამთავრობო სექტორის სახით ცდილობენ გავლენების მოპოვებას სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუციაში.

„არჩევნებს როგორც მინდა ისე ჩაგიტარებ – მინდა გაგიყალბებ, მინდა დასტურს მოგცემ, მინდა ვაღიარებ, მინდა არა. მაშინ სადაა აქ სუვერენიტეტი, სადაა ჩვენი თავისუფლება? თუკი, ჩვენ ნაცვლად ქვეყანა სხვებმა უნდა მართონ, რას აკეთებდა სხვას საბჭოთა კავშირი და რუსეთი? რატომ ვებრძვით რუსეთს? იმიტომ, რომ ტერიტორიები წაგვართვეს. ესენი კი, სიცოცხლეს გვართმევენ, საქართველოს არსებობას ართმევენ. როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, ანტიდასავლური კი არა, რაც უნდა ერქვას ამ ვექტორს – გინდ სამხრეთი და გინდა აღმოსავლეთი, ჩემთვის სულერთია საქართველოს ვინ ებრძვის. ჩემთვის მთავარია, ვინც გვებრძვის, იმას ვუწოდოთ მტერი. მათი იდეოლოგია ლგბტ პროპაგანდა იქნება ეს, თუ სასამართლოს დაკნინების მცდელობა, არის გამანადგურებელი საქართველოსთვის.

მთელი მსოფლიოს მასშტაბით გიცხადებენ, რომ შენი მოსამართლეები არ არიან კეთილსინდისიერები. ამ დროს ჩვენ ვთხოვთ კეთილსინდისიერების აღიარებას იმ არასამთავრობოებს, რომლებსაც მილიონობით თანხები შემოაქვთ და ხარჯავენ საქართველოში და თურმე, ამის აღიარება არ ყოფილა საჭირო. ესენი ითხოვენ სხვების კეთილსინდისიერების აღიარებას და ამ დროს არ უნდათ თავიანთი კეთილსინდისიერების შემოწმება. ერთი ფარატინა ფურცელია შესავსები – დეკლარაციაში ჩაწერე მიზნობრიობა, მეტი არაფერი. ისინი კი, ამბობენ – არ გვკითხოთ არაფერი, რაც გვინდა იმას გავაკეთებთ – როგორი დამცირებაა ქვეყნის და ქართველი ხალხის. მაპატიეთ და სულში აფურთხებენ ქართველ ხალხს. ნახეთ რას ეუბნებიან – რამდენ თანხასაც გვინდა, იმდენს შემოვიტანთ ქვეყანაში, რაშიც გვინდა იმაში დავხარჯავთ, იდეოლოგიით დაგიხოცავთ შვილებს, წაგიბილწავთ ეკლესიებს და ამაზე არ გაბედოთ კითხვების დასმა. თითს გვიქნევენ უცხოეთიდან, ჩვენ შეგვიძლია გაგანადგუროთ. თქვენ კი, არ გაბედოთ რამის მოთხოვნა და მოკვდით სიცრუეში,” – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძე.

Post navigation

Previous: უკრაინელებს თავისი „უფლებადამცველების” შემოსავლებზე მინიმალური ინფორმაცია მაინც გააჩნიათ. სად მოვიპოვო ანალოგიური მონაცემები ლომჯარიაზე ან გიგაურზე?
Next: ყველა ასეთ სიცრუეს აუცილებლად ვამხელთ – ანრი ოხანაშვილი ვიდეოს აქვეყნებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.