Skip to content
13/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ევროკავშირის პარტიებმა და ევროკომისიამ ხელი მოაწერეს კამპანიის წესებს საგარეო ჩარევისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ

მარშალ პრესი 09/04/2024
vera

ყველა ევროპულმა პოლიტიკურმა პარტიამ, ევროკომისიის შუამავლობით, ხელი მოაწერა ქცევის კოდექსს, როგორც ფართო ძალისხმევის ნაწილს ივნისის ევროკავშირის საარჩევნო კამპანიის უცხოური ჩარევისა და დეზინფორმაციისგან დასაცავად. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “Euractiv” ავრცელებს.

შეთანხმება, რომელსაც შუამავლობს ღირებულებებისა და გამჭვირვალობის კომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვერა იუროვა, არის კომისიის დემოკრატიის დაცვის პაკეტის ნაწილი და ცდილობს დაიცვას ევროკავშირის არჩევნები საგარეო ჩარევისა და დეზინფორმაციისგან.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ყველა მხარემ პირობა დადო, რომ „პროაქტიულად აიცილებენ თავიდან იმ ნარატივების გაძლიერებას, რომლებსაც ხელმძღვანელობენ ევროკავშირის გარეთ არსებული სუბიექტები და აქტორები, გარდა წევრი პარტიებისა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი ცდილობენ ევროპულ ღირებულებებს ძირი გამოუთხარონ”.

ტექსტის გამოქვეყნება მოჰყვა “კატარგეითის” და ბოლოს მომხდარ, “რუსეთგეიტის” სკანდალს, რომელშიც სავარაუდოდ მონაწილეობენ გერმანული პოლიტიკური პარტიის “AfD” და ევროპარლამენტის წევრები.

გაიდლაინები გავლენას მოახდენს მხოლოდ ქოლგის ქვეშ გაერთიანებული ევროპული პარტიების კომუნიკაციებზე, რომლებიც მოიცავს: მემარცხენეებს (EL), სოციალისტებს (PES), მემარჯვენე ცენტრისტებს (EPP), ლიბერალებს (ALDE), კონსერვატორებს (ECR), მწვანეებს (EGP) და ულტრამემარჯვენეებს (ID).

„ევროპული პოლიტიკური პარტიების ეს კოლექტიური ვალდებულება მოქალაქეებს უგზავნის ძლიერ გზავნილს: ჩვენ უნდა დავიცვათ ევროპაში ჩვენი არჩევნების მთლიანობა“, – განაცხადა ვერა იუროვამ.

Post navigation

Previous: რომ არა ის კოლოსალური გრანტები და შესაბამისად, უცხოურ დოტაციაზე დასმული ფსევდო-მედია, ამათი წარმომავლობაც კი არ ეცოდინებოდა ხალხს. ამიტომაც უნდათ გაუმჭვირვალობა, რომ ფსევდო-იმიჯი და რეპუტაცია იყიდონ
Next: გრძელდება არასამთავრობოების დაქირავებული ადამიანების მიერ, საინფორმაციო ფურცლების ჩამოხევა, სადაც გამჭვირვალობის კანონზე ინფორმაციაა დატანილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.