Skip to content
13/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ახალგაზრდა კაცი გამოიყვანეს მდიდარმა NGO-ებმა და ალაპარაკეს ტყუილები, არგუმენტები არ აქვთ და მიზანმიმართულად ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას

მარშალ პრესი 09/04/2024
anri okhanashvili

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

ოხანაშვილი აზიარებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გასული ერთ-ერთი რესპოდენტის, საბა ბრაჭულის კომენტარს, რომელიც “გამჭვირვალობის კანონზე” საუბრისას აცხადებს, რომ : “საფრანგეთში პირდაპირ არის ჩამოთვლილი რომელი ქვეყნების საწინააღმდეგოდ იღებენ ამ კანონს: ეს არის რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი და ირანი” , რაც სიცრუეა.

სინამდვილეში, “N269 საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს საფრანგეთის საქმეებში უცხოური ჩარევის პრევენციას” ტერმინ “უცხოურ ხელისუფლებაში” აქცევს- აშშ-ს, კანადას, დიდ ბრიტანეთს, ნორვეგიას, შვეიცარიას, ისლანდიას, ლიხტენშტაინს, უკრაინას, მოლდოვას, ავსტრალიასა და ნებისმიერ სხვა ქვეყანას, რომელიც ევროკავშირის წევრი არ არის.

როგორც ოხანაშვილი აღნიშნავს, ყველა ასეთ სიცრუეს აუცილებლად ამხელენ.

“ახალგაზრდა კაცი გამოიყვანეს მდიდარმა NGO-ებმა და ალაპარაკეს ტყუილები! არგუმენტები არ აქვთ და მიზანმიმართულად ცდილობენ ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ეს აღარ გამოუვათ, ყველა ასეთ სიცრუეს აუცილებლად ვამხელთ!”- წერს ანრი ოხანაშვილი.

Post navigation

Previous: ის მაინც აუხსენით ხალხს რას მალავთ, რისი გამჟღავნება არ გინდათ, რა არის ისეთი პროგრამა რაც საფრთხეს შეუქმნის თქვენს ისედაც დაცემულ ავტორიტეტს, რატომ არ გსურთ დეკლარაციების გასაჯაროვება
Next: ის, რაც ევროპის, დასავლეთის და ცივილიზებული სამყაროს ქვეყნებისთვის არის კანონმდებლობა და სწორი რეგულაციები ჰქვია, ჩვენი ქვეყნის შემთხვევაში ვერ იქნება „რუსული კანონი“

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.