IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ჟურნალისტებმა თამუნა ჩიხლაძემ და თეობა ბაკურიძემ TV პირველი დატოვეს. ინფორმაციას გამოცემა “ნეტგაზეთი” ავრცელებს. ორივე მათგანი ამბობს, რომ ტელევიზიის დატოვება არ უაკვშირდება არხის სარედაქციო პოლიტიკას.

“ჩემი გადაწყვეტილება არ უკავშირდება სარედაქციო თავისუფლების საკითხს. “ტვ პირველმა” მომცა ჩემთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი “ღამის ამბები”, რის გამოც ძალიან მადლიერი ვარ, თუმცა, საბოლოდ, გადაწყვეტილებას ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით იღებ. ამ ეტაპზე ეს ჩემი არჩევანია. აღარ მოვისურვე ჩემი სატელევიზიო კარიერის გაგრძელება ამ სივრცეში. სამომავლო საქმიანობას რაც შეეხება, ჯერ არანაირი გადაწყვეტილება არ მიმიღია”, – უთხრა “ნეტგაზეთს” თამარ ჩიხლაძემ.

რაც ეხება თეონა ბაკურიძეს, ისიც ამბობს, რომ სამსახურიდან წასვლა ასევე არ უკავშირდება სარედაქციო პოლიტიკას

“ჩემი მხრიდან თანამშრომლობის რესურსი ამოიწურა. ეს არ უკავშირდება სარედაქციო დამოუკიდებლობის საკითხს, რაც ჩემს გადაცემებში გარანტირებული იყო. სწორედ სარედაქციო თავისუფლების გამო მოვედი მე ამ არხზე, მადლობა “ტვ პირველს “ამ მნიშვნელოვანი შესაძლებლობისთვის”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” “დღის ამბების” წამყვანმა თეონა ბაკურიძემ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება