IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

გვახსოვდეს, რომ შავი ზღვა და საერთოდ, მეზღვაურის პროფესია არის ამ ქვეყნის მომავალი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ბათუმში, მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

“საქართველოს დღეს დაახლოებით, 12 ათასზე მეტი მეზღვაური ჰყავს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის დროშის ქვეშ შრომობენ ქვეყნისთვის, გლობალურად – ვაჭრობისა და ეკონომიკის განვითარებისთვის და თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ახლა ზღვაშია, მინდა, ეს დღე მივულოცო, ვუსურვო ჯანმრთელობა და შინ მშვიდობით დაბრუნება. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შავი ზღვა ამ ქვეყნის მომავალი, ჩვენი ბედი და საქართველოს კარიბჭეა. ჩვენ, ეკონომიკურად, ვერაფერს მივაღწევთ, თუ ამ ქვეყანაში, მეზღვაურის პროფესია არ გახდა ყველაზე დაფასებული, საჭირო და თუ მეზღვაურის განათლება, ხარისხობრივად, სულ უფროდაუფრო არ განვითარდა. ამიტომაც ჩვენ პრიორიტეტთა შორის გვაქვს მეზღვაურის პროფესია. მოგეხსენებათ, ახლა ფოთში დავიწყეთ საზღვაო აკადემიის ფილიალის მშენებლობა. ჩვენ შავი ზღვისპირეთში უნდა გავიშალოთ. საქართველოში რაც მეტ მეზღვაურს მოვამზადებთ, ეს იქნება ჩვენი ეკონომიკის სიძლიერის მაჩვენებელი. საბედნიეროდ, ჩვენი აკადემია ამზადებს ღირსეულ კადრებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება