Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დემოკრატიაში სწორედ გამჭვირვალობა და სიტყვის თავისუფლება არის ის ღირებულებები, რომელიც უნდა იყოს განმსაზღვრელი, ამიტომ მაქსიმალურად დავიცავთ როგორც ერთ, ისე მეორე პრინციპს

მარშალ პრესი 08/04/2024
irakli kobakhidze2

გაირკვა, რომ „ფეისბუქში“, სოციალურ მედიაში, ცენზურას ახორციელებენ ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტ პარტიებთან დაკავშირებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები, ესაა „factcheck“ და „მითების დეტექტორი“, ანუ გვარებით რომ ვთქვათ, სერგი კაპანაძე, თამარ კინწურაშვილი, ყველამ იცით ეს სახელები და გვარები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება მაქსიმალურად დაიცავს როგორც გამჭვირვალობის, ისე სიტყვის თავისუფლების პრინციპს.

„ეს ადამიანები, თავის დროზე როცა იყვნენ ხელისუფლებაში, ხელისუფლებასთან პირდაპირ აფილირებულნი, თავად აწარმოებდნენ ცენზურას მედიასაშუალებებში, დღეს ამის საშუალება მათ აღარ აქვთ ამ მასშტაბით, თუმცა სადაც შეუძლიათ იქ აწარმოებენ ამ ცენზურას, ეს არის სოციალური მედია, რაც გაირკვა ამ დღეების განმავლობაში და საინტერესო ის არის, რომ ჩვენს ოპონენტებს შორის ამ ცენზურას მოყვა ძალიან დიდი პოზიტიური აჟიოტაჟი.

ეს აჩვენებს ხელწერას და ეს აჩვენებს ღირებულებებს, ანუ გაუმჭვირვალობა და ცენზურა არის ამ ადამიანებისთვის ევროპა, ასე წარმოგვიჩენენ და საპირისპირო განცხადებები რაც არის თქვენ ძალიან კარგად იცით. ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია როგორც გაუმჭვირვალობა, ასევე ცენზურა. მიგვაჩნია, რომ დემოკრატიაში სწორედ გამჭვირვალობა და სიტყვის თავისუფლება არის ის ღირებულებები, რომელიც უნდა იყოს განმსაზღვრელი, ამიტომ მაქსიმალურად დავიცავთ როგორც ერთ, ისე მეორე პრინციპს, ორივე ღირებულებას, ესენია გამჭვირვალობა და სიტყვის თავისუფლება,“- განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: როდესაც გარშემო ომის, დაძაბულობის და გეოპოლიტიკური კატასტროფების საშიშროებების დიდი ალბათობაა, შენ კიდევ შეგიძლია თავისუფლად, დიდი მასშტაბის ინფრასტრუქტურული, ენერგეტიკული და სოციალური პროექტები ახორციელო, ნამდვილად გვაქვს საამაყოდ საქმე
Next: პრემიერმა გერმანიაში საფეხბურთო მატჩებზე დასასწრებად, ეკონომიკის სამინისტროს დამატებითი პირდაპირი რეისებისა და ბილეთებზე ფიქსირებული, დაბალი ტარიფის უზრუნველყოფა დაავალა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.