Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თბილისში ახალი აეროპორტი აშენდება

მარშალ პრესი 08/04/2024
irakli kobakhidze

თბილისში ახალი აეროპორტი აშენდება. ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა 8 აპრილს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“მივიღეთ გადაწყვეტილება, ახალი აეროპორტის მშენებლობის თაობაზე. მომავალ წელს დასრულდება პროექტირება, ტენდერის პროცედურები და ამის შემდეგ, რამდენიმე წელიწადში თბილისს ექნება სრულიად ახალი, ულტრათანამედროვე აეროპორტი. ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენი გათვლებით ექნება ძალიან სერიოზული ეკონომიკური ეფექტი.

ახალი საერთაშორისო აეროპორტი ყოველწლიურად 19 მილიონამდე მგზავრის გადაყვანის საშუალებას იძლევა.

აეროპორტი ასევე იქნება სრულ შესაბამისობაში უმაღლეს თანამედროვე სტანდარტებთან.

0,2 პროცენტული პუნქტით მოიმატებს ეკონომიკის ზრდა, რაც ნიშნავს იმას, რომ მომდევნო წლების განმავლობაში წლიურად, საშუალოდ, დაახლოებით, 350 მლნ ლარი დაემატება საქართველოს ეკონომიკას.”- განაცხადა პრემიერმა.

About the Author

მარშალ პრესი

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: განახლებადი ენერგიის რესურსების ოპტიმალური ათვისების შედეგად, 800 მგვტ ჯამური სიმძლავრის ენერგეტიკული პროექტები განხორციელდება
Next: აკადემიკოს „ვახტანგ შამილაძის სახელობის ხელვაჩაურის სტიპენდიით მოსარგებლე სტუდენტთა ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, კომისიის სხდომა ჩატარდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Copyright © All rights reserved. | MoreNews by AF themes.