Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ამერიკაში უკვე გაჩნდა „სტარბაქსის”საფირმო ყავის ჭიქებზე შემდეგი წარწერა: „გიწვევთ სამუშაოდ. იცით რომ Starbucks გთავაზობთ სქესის შეცვლის ოპერაციებისა და ბევრი სხვა რამის ფინანსურ დაფარვას?”

მარშალ პრესი 08/04/2024
david kartvelishvili

„ამერიკაში უკვე გაჩნდა „სტარბაქსის”საფირმო ყავის ჭიქებზე შემდეგი წარწერა: „გიწვევთ სამუშაოდ. იცით რომ Starbucks გთავაზობთ სქესის შეცვლის ოპერაციებისა და ბევრი სხვა რამის ფინანსურ დაფარვას?” – როგორც პრივილეგიას სამსახურში პერსონალის აყვანის დროს.

როგორც ჩანს „სქესის შეცვლა” უკვე აშშ-ს ნაციონალური იდეოლოგიის ნაწილად იქცა“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალი“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ქართველიშვილმა აღნიშნა, რომ არა ხალხის ძალის „განგაში,“ შესაძლოა თბილისის „მაკდონალდის” ქსელში, „მოზარდებში „მადის აღმძვრელი” პიკანტური ისტორია ელტონ ჯონის ოჯახის თაობაზე დღემდე დაერიგებინათ.“

„კარგით რა, საიდან მოგაქვთ,” – ჩვენი გენმოდიფიცირებულების საყვარელი შეკითხვაა ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენ ვაფრთხილებთ საზოგადოებას ან პრევენციული მიზნით საკანონმდებლო დონეზე ვაინიცირებთ თავდაცვითი ხასიათის მექანიზმებს.

რომ არა ჩვენი განგაში, თბილისის „მაკდონალდის” ქსელში, მოზარდებში „მადის აღმძვრელ” პიკანტურ ისტორიას ელტონ ჯონის ოჯახის თაობაზე დღემდე დაარიგებდნენ. მართალია, ჯერ არ შემოუღიათ საქართველოში მოქმედ კიდევ ერთ ქსელში (Royal Coffee – STARBUCKS), მაგრამ ამერიკაში უკვე გაჩნდა მათ საფირმო ყავის ჭიქებზე შემდეგი წარწერა: “გიწვევთ სამუშაოდ. იცით რომ Starbucks გთავაზობთ სქესის შეცვლის ოპერაციებისა ბევრი სხვა რამის ფინანსურ დაფარვას?” – როგორც პრივილეგიას სამსახურში პერსონალის აყვანის დროს. როგორც ჩანს “სქესის შეცვლა” უკვე აშშ-ს ნაციონალური იდეოლოგიის ნაწილად იქცა“, – წერს დავით ქართველიშვილი.

Continue Reading

Previous: შინაარსში არ უნდა შევიდეთ, ეს არის რუსული კანონი – ზურაბ ჯაფარიძის ძმა გამჭვირვალობის კანონზე
Next: ყველა ფიზიკურ პირს, მათ შორის ინდ.მეწარმეებს სრულად ჩამოეწერება 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი დავალიანება მათზე დარიცხული საურავების ჩათვლით

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025