Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სინამდვილეში, ნაცებს, მათ ენჯეოებს და მედიას ევროპა კი არა, შავი ფული და ამ ფულით მართვის ბერკეტები აინტერესებთ, ამ მიზნით ებრძვიან სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასაც

მარშალ პრესი 07/04/2024
giorgi chakvetadze

სამშობლო რომ არ იყიდება ეს უნდა დაადასტუროს ამ ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ, – წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ჩაკვეტაძე, სოციალურ ქსელში, რითაც ეხმიანება “გამჭვირვალობის კანონის” წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიას. მისი თქმით, სინამდვილეში, “ნაციონალურ მოძრაობას”, მასთან კავშირში მყოფ არასამთავრობოებსა და მედიას ევროპა კი არა, შავი ფული აინტერესებთ.

“სამშობლო რომ არ იყიდება ეს უნდა დაადასტუროს ამ ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ. თუ ვინმეს მოუნდება ევროპული თემატიკა შემოიტანოს, ძალიან კარგი, მაგრამ პლაკატებს ზედ კი ნუ გადააკრავენ – გვერდზე მიაკრან, მივესალმებით! მით უმეტეს ევროპულ ნარატივს! სინამდვილეში, ნაცებს, მათ ენჯეოებს და მედიას ევროპა კი არა, შავი ფული და ამ ფულით მართვის ბერკეტები აინტერესებთ.

ამ მიზნით ებრძვიან სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასაც. თუ ასე არ არის, თავისი აზრი, პლაკატების სახით, გამოხატონ ისე, რომ სხვის პლაკატს ზემოდან კი არ გადააკრან, არამედ გვერდით გააკრან. თუ ასე იქნება, კიდევ ერთხელ გავიმეორებ – ევროპულ თემატიკას, პირიქით, მივესალმებით. თუ მაინც გადააკრავენ, ეს იქნება უტყუარი მტკიცებულება, რომ მოცემულ შემთხვევაში, ისინი ებრძვიან გამოხატვის ამ კონკრეტულ ფორმას!” – წერს ჩაკვეტაძე

Continue Reading

Previous: ხალხს ვეღარ მოატყუებთ და სიმართლესაც ვერაფერი მოერევა – მამუკა მდინარაძე
Next: გეუბნებით, უბრალოდ დაადეკლარირეთ თქვენი დონორის დაფინანსებული შემოსავალი-თქო და რას აკეთებთ? უცხოელს ეძახით, წაართვი საქართველოს კანდიდატის სტატუსი და ვიზალიბერალიზაციაო, გგონიათ ჩვენი შვილების მომავალს დაგაზიანებინებთ?!

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025