Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ოპონირებისთვის არგუმენტები რომ ვერ მოიყვანეს, მედიის ცენზურაზე ალაპარაკდნენ, ისეთ მძიმე მდგომარეობაში არიან, მედიის დაფინანსების გამჭვირვალობას მედიის ცენზურა დაარქვეს

მარშალ პრესი 07/04/2024
tamta megrelishvili

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს როგორც მათ მამხილებელ საშუალებას, ისევ ყველა მიმართულებით ებრძვიან არასამთავრობოები და მათი დამფინანსებლები, – წერს “ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი, რითაც ეხმიანება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ბანერს წარწერით: “სასამართლოს გამჭვირვალობა ევროპულია, მედიის ცენზურაა რუსული!”

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, არასამთავრობოებს და მათ დამფინანსებლებს ისე გაუჭირდათ არგუმენტების მოყვანა, რომ მედიის დაფინანსების გამჭვირვალობას ცენზურა დაარქვეს.

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს როგორც მათ მამხილებელ საშუალებას, ისევ ყველა მიმართულებით ებრძვიან არასამთავრობოები და მათი დამფინანსებლები. კანონპროექტის ირგვლივ ყველა შინაარსობრივი პოსტი თუ პოსტერი დაარეპორტეს, საინფორმაციო ომში გაცხადებულ შინაარსს არ მალავენ – კანონპროექტის ირგვლივ ოპონირებისათვის არგუმენტები რომ ვერ მოიყვანეს მედიის ცენზურაზე ალაპარაკდნენ.

ისეთ მძიმე მდგომარეობაში არიან, რომ მედიის დაფინანსების გამჭვირვალობას მედიის ცენზურა დაარქვეს. სიმართლე ვერანაირი ხერხით ვერ გადაიფარება. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დასრულებულ სამართლებრივ სახეს მაინც მიიღებს და შავი ფულის გამოყენებით უსაფრთხოებისადმი არსებულ რისკებს როგორც გამოწვევას აგვარიდებს”, – წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.

Continue Reading

Previous: როგორც გამჭვირვალობის კანონზე გამოელიათ “არგუმენტები” და ფბ-სტატუსების დაბლოკვაზე გადავიდნენ, ასე იქნება სულ, იმიტომ რომ სიცრუეზე აგებულ თემებს განხორციელება არ უწერია
Next: ძალიან გაუჭირდათ მავნებლებს – ლევან ნიკოლეიშვილი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025