
ჩოხატაურში მორიგი უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა. აქციის ფარგლებში, დედაქალაქიდან მოწვეულმა სამედიცინო კლინიკების პროფესორებმა და წამყვანმა სპეციალისტებმა, მოქალაქეებს კონსულტაცია სხვადასხვა პროფილის მიმართულებით გაუწიეს.
ჩოხატაურის მოსახლეობას საშუალება ჰქონდა ესარგებლათ გინეკოლოგ -რეპროდუქტოლოგის, ენდოკრინოლოგის, უროლოგისა და დიაგნოსტიკური ექოსკოპიის კონსულტაციით.
სამედიცინო აქცია „ქალები ქალებისთვის“ ორგანიზებით, მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და კლინიკა – „ჯანმრთელობის სახლი გურიაში“ პარტნიორობით ჩატარდა.