Skip to content
04/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გავდივარ ქიმიოთერაპიას და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლას მოვიგებ – ხათუნა სამნიძე

მარშალ პრესი 07/04/2024
khatuna samnidze

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ერთვება პოლიტიკურ პროცესებში, რაც უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის კანონპროექტს ეხება.

როგორც მან განაცხადა, იტარებს ქიმიოთერაპიის კურსს.

“არ ვარ აქტიურად ჩართული ჩემს კოლეგებთან, განსაკუთრებით ქალ პოლიტიკოსებთან ერთად, ამ მძიმე ბრძოლაში, სადაც აუცილებლად ვიქნებოდი, რომ არა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

მაქვს საკუთარი ბრძოლა, ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლას მოვიგებ და ისევ შევუერთდები ჩემს კოლეგებს. ჩავერთვები უკვე ფიზიკურადაც ამ ბრძოლაში და ვიქნები ძალიან აქტიური.

მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ყველა იმ ადამიანს [ონკოპაციენტებს], ვინც ამ დაავადებას ებრძვის, ამ ბრძოლაშია, მხნეობა ვუსურვო, ენერგია ვუსურვო, ოჯახისა და მეგობრების თანადგომა, რამაც მე გადამადგმევინა პირველი ნაბიჯები ამ შოკისმომგვრელი ინფორმაციის შემდეგ.

ამ ბრძოლასაც მოვიგებ! ქვეყნის ბრძოლასაც მოვიგებთ”- ამბობს ხათუნა სამნიძე.

Post navigation

Previous: პრემიერი ირაკლი კობახიძე გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შეხვდება
Next: ძვლებიანად გადავხრავთ ამ მოლუსკებს – ნატა ფერაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.