Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

კატეგორიულად გაფრთხილებთ, მიიღებთ ამ კანონს? – მიიღებთ ელვას და დელგმას ჩვენი სახით – ქართველ ტრანსგენდერთა კავშირი განცხადებას ავრცელებს

მარშალ პრესი 06/04/2024
1594030583634966

“ქართველ ტრანსგენდერთა” არაფორმალური კავშირი მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულ უცხოური დაფინანსების გამვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

“ჩვენ, ქართველი ტრანსგენდერები, ვუერთდებით იმ აღშფოთებას, რაც რუსული კანონის ხელმეორედ ინიცირებას ეხება და კატეგორიულად ვგმობთ ჩვენი ქვეყნის რუსეთის უკანა ეზოდ ქცევის კიდევ ერთ მცდელობას.

პირდაპირ და ღიად ვამბობთ, რომ არ დავუშვებთ ამ კანონის მიღებას და ყველა ძალით შევეწინააღმდეგებით, დავდგებით ქართველი ხალხის გვერდით და არ მოგცემთ შესაძლებლობას, სიმწრით მოპოვებული ევროპული პერსპექტივა წაგვართვათ და არსებობის უფლება მოგვისპოთ.

ჩვენ, “ქართველ ტრანსგენდერთა არაფორმალურ კავშირში” შემავალი ადამიანები, ყოველდღიურად ვიბრძვით გადარჩენისთვის. ჩვენ ისედაც გარიყულები ვართ საზოგადოებიდან და ამ კანონით, საბოლოოდ მოხდება ჩვენი, როგორც ტრანსგენდერი ქალების თუ კაცების მარგინალიზაცია.

კატეგორიულად გაფრთხილებთ, მიიღებთ ამ კანონს? – მიიღებთ ელვას და დელგმას ჩვენი სახით! ჩვენ გაჩერებას აღარ ვაპირებთ, ჩვენ გამოვალთ ქუჩაში და დაგანახებთ ქართველი ხალხის ნამდვილ ძალას”- წერია განცხადებაში, რომელიც ორგანიზაციის სახელით მედიასაშუალებებს ელექტრონულ ფოსტაზე დაეგზავნათ.

Continue Reading

Previous: სოციალური ქსელებით გაჩაღებულია “ფეიკ-კამპანია”, ურეკავენ შშმ-პირებს, სტუდენტებს, ლექტორებს, ფერმერებს
Next: პრემიერი ირაკლი კობახიძე გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შეხვდება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025