Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ძალიან მაინტერესებს, ან სტოლტერბერგი, ან ეს კოლექტიური ფოტიგები და მათნაირები, სად იყვნენ, იმ ცხრა წლის განმავლობაში, როცა სააკაშვილი ქუჩაში ხოცავდა ახალგაზრდებს

მარშალ პრესი 06/04/2024
viqtor japaridze

„ბოლო პერიოდში ევროპაში ბევრი საქმე აღიძრა კორუფციის მუხლით და გონივრული ეჭვი მაქვს, რომ ყოველივე კავშირშია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საკანონმდებლო ინიციატივასთან,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ რეგიონულმა მდივანმა ვიქტორ ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის წინააღმდეგნი იმიტომ არიან, რომ გაურკვეველი დარჩეს საიდან, რა თანხები ირიცხება და ილექება მათ ანგარიშზე.

„ჩვენზე ფიქრობენ, რომ პატარა და სუსტი სახელმწიფო ვართ და გვექცევიან და გველაპარაკებიან უფროსო ძმის პოზიციიდან – რასაც მე ვიტყვი ის არის სწორი და იმის იქით გადახვევა არ შეიძლებაო.

ძალიან მაინტერესებს სტოლტერბერგი, ან ეს კოლექტიური ფოტიგები და მათნაირები, სად იყვნენ იმ ცხრა წლის განმავლობაში, როცა სააკაშვილი ქუჩაში ხოცავდა ახალგაზრდებს და რა დღეები გამოატარა ციხეში პატიმრებს. ძალიანაც კარგად იცის ყველამ ყველაფერი, მაგრამ მათ ასე აწყობთ. ბოლო პერიოდში, ევროპაში ბევრი საქმე აღიძრა კორუფციის მუხლით.

გონივრული ეჭვი მაქვს, რომ ყოველივე უკავშირდება ჩვენს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საკანონმდებლო ინიციატივას. სწორედ ამიტომ არიან საერთაშორისო ორგანიზაციები და სხვები ამ კანონპროექტის წინააღმდეგნი, რომ ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციების დამალული თანხები მათთან კავშირშია.

ეს დამალული თანხები სჭირდებათ იმისთვის, რომ გაურკვეველი იყოს, საიდან მოდის და ილექება გადმორიცხული თანხები. ჩემთვის გაუგებარია, რატომ თვლიან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საკანონმდებლო ინიციატივას არადემოკრატიულად. ვერ ვხვდები და იქნება ვინმემ ამიხსნას, მითხრას კონკრეტულად რომელი პუნქტი არის არადემოკრატიული, რუსული, ან არ სჭირდება ქვეყანას და ასე შემდეგ, მაგრამ ამას არავინ აკეთებს,“ – განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.

Continue Reading

Previous: საქართველოში 10 000-მდე არასამთავრობო ორგანიზაციაა დარეგისტრირებული, საიდანაც მხოლოდ 4-5 მათგანზე ნაწილდება ქვეყნის გარედან შემოსული მთელი შემოსავალი
Next: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად ღია და შიდა კონკურსი გამოცხადდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025