IMG.GE IMG.GE

მე ვაფასებ ამ ცვლილებებს, როგორც ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს ქვეყნისთვის და ძალიან მიხარია, რომ ეს შედეგი დადგა. – ამის შესახებ დამოუკიდებელმა თამარ ჩუგოშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

„როგორც იქნა დასრულდა ერთწლიანი ძალიან რთული პროცესის შემდგომ. ძალიან მიხარია, რომ ბოლოს და ბოლოს მიღებულია საკინსტიტუციო ცვლილებები და ამ არჩევნებს ჩვენ შევხვდებით ახალი საარჩევნო სისტემით. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის ნაწილი არ იღებდა კენჭისყრაში მონაწილეობას, პარლამენტში აღმოჩნდა საკმარისი ხმები, რათა ცვლილებები გასულიყო.

მე ვაფასებ ამ ცვლილებებს, როგორც ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს ქვეყნის სამომავლო პოლიტიკურად დაბალანსებული, ნორმალური განვითარებისთვის და ძალიან მიხარია, რომ ეს შედეგი დადგა“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

ამასთან, ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციას კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა უნდა მიეღო.

„აუცილებლად მიმაჩნდა, რომ ოპოზიციას ამაში მონაწილეობა უნდა მიეღო. ჩემი აზრით, მათ ჰქონდათ პასუხისმგებლობა, რომ ყოფილიყვნენ ყველა მოსმენაზე სხდომათა დარბაზში და ხმა მიეცათ. მათი არჩევანია, რომ არ იღებენ ამ კენჭისყრაში მონაწილეობას, თუმცა მთავარია, რომ ამან შედეგზე გავლენა ვერ მოახდინა“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

საკონსტიტუციო ცვლილებები დღეს, მესამე მოსმენით, 117 ხმით სამის წინააღმდეგ დაამტკიცა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE