Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებული ბანერები პირდაპირი დეზინფორმაციაა

მარშალ პრესი 05/04/2024
shalva papuashvili

“არასამთავრობოებმა“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წამოიწყეს კვლავ კამპანია, რომ დაბრენდონ ეს კანონპროექტი რუსულად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ამ კანონპროექტის საწინააღმდეგო კამპანია უცხოური ფულით ფინანსდება.

„ნახავდით სოცქსელში ბანერებს, რომელიც გახლავთ პირდაპირი დეზინფორმაცია, ტყუილი და რომელიც დღეს ფინანსდება უცხოური ფულით. ეს კამპანია უცხოური დაფინანსებით წარმოებს, მოქალაქეების წინააღმდეგ ვრცელდება დეზინფორმაცია, რომელიც ფინანსდება ამერიკული, ევროპული, შვედური, ჰოლანდიური ფულით, ამ ენჯეოების რესურსების გამოყენებით. ამიტომ ყველა საელჩოს და დონორს მივმართავ, ყურადღება მიაქციონ ამ საკითხს, ვინაიდან შარშან რა ტყუილიც იკადრეს ამ „ენჯეოებმა“, რათა დაემალათ თავიანთი ფინანსები, დღეს ამ ტყუილის განმეორება უცხოური დაფინანსებით ხდება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: ჩვენო მეგობრებო, წარმოუდგენელი უსამართლობაა, თქვენთან იღებდეთ, აინიციირებდეთ და ჩვენ თითის ქნევით გვეუბნებოდეთ, რომ ეს არ გავბედოთ – ამ უსამართლობას ქართველი ხალხი არ შეეგუება
Next: უზნეობაა, თუ ვინმე აშინებს იმით, რომ შშმ პირებს შეუწყდებათ დახმარება იმის გამო, თუ არ გააკეთებენ განცხადებას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.