Skip to content
14/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენ ვხედავთ ევროპარლამენტში ცალკეულ დეპუტატებს, რომლებიც არიან მიხეილ სააკაშვილის მეგობრები, ამით ყველაფერი ნათქვამია – შალვა პაპუაშვილი

მარშალ პრესი 05/04/2024
shalva papuashvili

ჩვენ ვხედავთ ევროპარლამენტში ცალკეულ დეპუტატებს, რომლებიც არიან მიხეილ სააკაშვილის მეგობრები. დამთავრდა, ამით ყველაფერი ნათქვამია. მიხეილ სააკაშვილის მეგობარი დეფინიციითვე ვერ იქნება საქართველოს მეგობარი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა, რითაც ევროპარლამენტის „მწვანეთა პარტიის“ საპარლამენტო მდივნის, თამარ გუგულაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

„ზოგადად, სერიოზულად არ ვუყურებ ასეთ შეფასებებს. ჩვენ ვხედავთ ევროპარლამენტში ცალკეულ დეპუტატებს, რომლებიც არიან მიხეილ სააკაშვილის მეგობრები. დამთავრდა, ამით ყველაფერი ნათქვამია. მიხეილ სააკაშვილის მეგობარი დეფინიციითვე ვერ იქნება საქართველოს მეგობარი. რა თქმა უნდა, ასეთი ხალხისგან ქართველი ხალხი კარგს არაფერს ელის, მით უმეტეს, რომ ჩვენ ნანახი გვაქვს რეზოლუციები, სადაც პირდაპირ ტყუილს და დეზინფორმაციას წერდნენ საქართველოსთან დაკავშირებით. მერე აღმოვაჩინეთ, რომ ეს ტექსტები შედგენილი არის ლობისტების მიერ და აქ არის პოლიტიკური კორუფციის ეჭვი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: ყველამ გაიგოს! ყველამ იცოდეს! ეს არის წმინდა წყლის ტყუილი, ტყუილი და კიდევ ტყუილი! – ედიშერ გვენეტაძე
Next: ედიშერ გვენეტაძე „გამჭვირვალობის კანონის“ შესახებ დეზინფორმაციულ კამპანიაზე – სინამდვილე არ აწყობთ მეხუთე კოლონის წარმომადგენლებს იმიტომ, რომ გამჭირვალე გახდება მათი მოღალატეობრივი ქმედებები საქართველოს მიმართ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.