Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

რა წერია რეალურად გამჭვირვალობის კანონში და როგორ ატყუებს საზოგადოებას ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი

მარშალ პრესი 05/04/2024
433112657_341829775551531_3680256118465188433_n

რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თაობაზე დეზინფორმაციული კამპანია დაიწყეს.

ისინი სოციალურ ქსელში ავრცელებენ ცრუ ინფორმაციებს, თითქოს „გამჭვირვალობის კანონი“ არის რუსული, რომლითაც საქართველო ამკვიდრებს იმავე წესებს, რაც პუტინის რუსეთში მოქმედებს. ასევე, მათი მტკიცებით კანონი მიმართულია საქართველოს საერთაშორისო მეგობრების წინააღმდეგ, მტრად აცხადებს ევროკავშირს და აშშ-ს. რადიკალების მტკიცებით, მისი მიღება გამორიცხავს საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში და ქვეყანას რუსეთის პირისპირ დატოვებს.

სინამდვილეში ანალოგიური კანონები მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისრაელსა და ავსტრალიაში, გასული წლის განმავლობაში კი, ანალოგიური კანონების განხილვა დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობს ევროკავშირში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, კანადაში, სლოვაკეთში და უკრაინაში, რაც დემოკრატიისა და სუვერენიტეტის დაცვისთვის საკითხის აქტუალობას დამატებით ადასტურებს.

ამასთან, კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ მოთხოვნას – უცხოური დაფინანსების მიმღებმა ორგანიზაციებმა საკუთარი ყოველწლიური ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნოს, რომლის დარღვევისთვისაც მხოლოდ ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული. კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია ტერმინი – „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონპროექტი ეხება მხოლოდ იმ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციას, რომლის შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი უცხოეთიდანაა. „გამჭვირვალობის კანონი“ არ შეეხება არც ერთ ფიზიკურ პირს, მეცნიერს, სტუდენტს, ემიგრანტს, ემიგრანტისგან ოჯახისთვის ჩარიცხულ ფულს, სპორტულ ფედერაციებს, ინდმეწარმეს, კომერციულ იურიდიულ პირებს.

Post navigation

Previous: მდიდარ „ენჯეოებს“ ეშინიათ, რომ მათ მოუწევთ შავი ფულის დეკლარირება, რომელსაც მოიხმარენ არა კარგი საქმისთვის, არამედ ქართულ პოლიტიკაში სხვადასხვა დამკვეთის ინტერესების გასატარებლად
Next: ხალხს არწმუნებენ, თითქოს გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებით საქართველო ევროკავშირში ვერ გაწევრიანდება, რაც აბსურდია, ევროპისთვის გამჭვირვალობა უმთავრესი ღირებულებაა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.