Skip to content
30/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

ივანიშვილის მსგავსი სიკეთე საქართველოსთვის ძალიან ცოტა ადამიანს აქვს გაკეთებული

მარშალ პრესი 18/05/2022
სვიმონ

სრულიად წარმოუდგენელი მოვლენაა, როდესაც მსოფლიოში ათწლეულების მანძილზე საიმედოობით ცნობილი შვეიცარიული საბანკო სისტემა საკუთარ რეპუტაციას არად დაგიდევს და კლიენტს თანხების გადარიცხვას თვენახევრით უჩერებს. ამის უკან რა შეიძლება იდგეს, დიდი მარჩიელობა არ ჭირდება – ამის შესახებ მუსიკოსი სვიმონ ჯანგულაშვილი ვრცელ ფეისბუქ-პოსტში წერს.

როგორც ჯანგულაშვილი აღნიშნავს, მასაც აქვს კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ და რატომ შეიძლება უფერხებდეს ბიძინა ივანიშვილს თანხების გადარიცხვას, ნახატების გადატანას, ვერტმფრენის ჩამოყვანას და ზოგადად, დაზარალებასა და განადგურებას.

მისივე თქმით, ნაცებს ძალიან უნდათ, რომ ყველაზე ქველმოქმედ და ქვეყნის აღმშენებელ ადამიანს დაარტყან თავიანთი ლობისტების, საქართველოში მოპარული მილიონებით (და მილიარდებით) მოსყიდული უსინდისო ადამიანების მეშვეობით.

„რახან პოლიტიკაზე ვსაუბრობ, მინდა ვთქვა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული მიმდინარე მოვლენების შესახებაც. ნაცები ბევრს ქირქილებენ, როგორც მათ სჩვევიათ, უნიჭოდ და ბოროტად და ძალიან უნდათ, რომ ამ ყველაზე ქველმოქმედ და ქვეყნის აღმშენებელ ადამიანს დაარტყან თავიანთი ლობისტების, საქართველოში მოპარული მილიონებით (და მილიარდებით) მოსყიდული უსინდისო ადამიანების მეშვეობით. რა თქმა უნდა, მეც მაქვს კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ და რატომ შეიძლება უფერხებდეს ბიძინა ივანიშვილს თანხების გადარიცხვას, ნახატების გადატანას, ვერტმფრენის ჩამოყვანას და ზოგადად, დაზარალებასა და განადგურებას.

მაგრამ ამ შეკითხვაში პასუხიც თავისთავად ყველამ ვიცით და ამაზე ჩემი მკაფიო აზრი მაქვს ჩამოყალიბებული. სრულიად წარმოუდგენელი მოვლენაა, როდესაც მსოფლიოში ათწლეულების მანძილზე საიმედოობით ცნობილი შვეიცარიული საბანკო სისტემა საკუთარ რეპუტაციას არად დაგიდევს და კლიენტს თანხების გადარიცხვას თვენახევრით უჩერებს. ამის უკან რა შეიძლება იდგეს, დიდი მარჩიელობა არ ჭირდება. ივანიშვილის მსგავსი სიკეთე საქართველოსთვის ძალიან ცოტა ადამიანს აქვს გაკეთებული. და მასზე დარტყმა ქართველი კაცის, ქართული საზოგადოების არაფრად ჩაგდება და დაზარალებაა! იქირქილონ ამაზე ნაცებმა, რომლებსაც ასფალტისა და შუქნიშნების გამო უყვართ თავიანთი შეშლილი ბელადი (ამასაც ივანიშვილის ფულით რომ აკეთებდა)“ – წერს სვიმონ ჯანგულაშვილი Facebook-ზე.

Post navigation

Previous: კელი დეგნანს მინდა ვკითხო, რატომ თხოვს ხელისუფლებას შერიგებასა და მორიგებას ადამიანებთან, რომლებიც ყველა ღონეს ხმარობენ, საქართველო რუსეთთან საბედისწერო ომში ჩაითრიონ
Next: დასავლეთის მიერ თითქოს იზოლაციაში მყოფ საქართველოში აშშ-ის მაღალი რანგის დიპლომატი არ ჩამოვიდოდა და ამას არ დაწერდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.