IMG.GE IMG.GE

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის დოკუმენტის შესახებ კონგრესმენ დონ ბეიკონის დღევანდელი განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს მმართველი გუნდის თავდაპირველ შეფასებებს, რომ მსგავსი ანგარიშების შედეგების მეთოდოლოგია არის განსხვავებული და იგი არ წარმოადგენს აშშ-ის მთავრობის ოფიციალურ პოზიციას.

„განცხადება, რაც კონგრესმენმა გააკეთა, წერტილს დაუსვამს ამ თემაზე სპეკულაციებს. ეს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მსგავსი სახის დოკუმენტების შედგენის მეთოდოლოგია არის განსხვავებული და ის არ წარმოადგენს აშშ-ის მთავრობის ოფიციალურ პოზიციას. ეს ასევე ძალიან კარგად განმარტა საქართველოში აშშ-ის ელჩმა. იმ ანგარიშში, რომელზეც კონგრესმენი საუბრობს, არის ურთიერთგამომრიცხავი თეზისები. ერთი მხრივ, საუბარია აშშ-ის მხრიდან საქართველოს მზარდ მხარდაჭერაზე, ასევე იმაზე, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა უმაღლეს ნიშნულზეა. მეორე მხრივ, არის ის წინადადება, რომელიც ამოვარდნილია კონტექსტიდან. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მსგავსი დოკუმენტების შედგენის სპეციფიკურ მეთოდოლოგიას, რაც კონგრესმენმა ბეიკონმაც დაადასტურა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

კონგრესმენმა დონ ბეიკონმა, რომელმიც რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის ანგარიშის ერთ-ერთი ხელმომწერია, დღეს განაცხადა, რომ ის ნაწილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეხება, მას არ დაუწერია. „ჩვენ ავიყვანეთ ტექნიკური ექსპერტები, რომლებიც დაგვეხმარნენ დოკუმენტის შედგენაში“, – აღნიშნა კონგრესმენმა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE